x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პირველად ისტორიაში ადამიანმა ნახა ეკრანზე ის სიმბოლოები რაც კლავიატურაზე აკრიფა
XX საუკუნის 60 იანი წლების მეორე ნახევარში სანფრანცისკოსა და სილიკონის ველზე ტექნიკური რევოლუცია კვლავაც გამალებით გრძელდებოდა. რადიოტექნიკური პროდუქციის, მიკროსქემების, ვიდეოთამაშებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ახალი ერა იწყებოდა. ასევე ვითარდებოდა ჰაკერთა კულტურა. მათ შორის იყვნენ როგორც ქსელის სპეციალისტები, ასევე სატელეფონო თაღლითები, მოყვარულები და ინჟინრები .

image

მათ შორის იყო სტივ ჯობსი. დილით თავის გამოგონებაზე ფიქრობდა, მერე ფიზიკის ინსტიტუტში ლექციას ისმენდა, საღამოს კი მუშაობდა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ოცნებობდა .

1975 წელს პირველი apple-ს შექმნისკენ მეგობრებს ჟურნალმა უბიძგა, რომლის პირველ გვერდზე პირველი პერსონალური კომპიუტერის ნაკრები დაიბეჭდა და ეს დეტალები 595 დოლარი ღირდა. ელექტრონიკის მოყვარულებისათვის ეს ახალი ერის დასაწყისად იქცა .


image

ჯობსმა და ვოზნიაკმა დაიწყეს მუშაობა კომპიუტერის იმგვარად დაპროექტებაზე, რომ ის უფრო მოსახერხებელი და პერსონალური ყოფილიყო. როდესაც სტივი პროცესორის იდეას აპროექტებდა, მოისაზრა რომ აეწყო ტერმინალი კლავიატურით და მონიტორით, რომელსაც მინიკომპიუტერთან შეაერთებდა. ხოლო მიკროსქემები ერთ ბეჭდურ პლატაზე დაემონტაჟებინა, რაც ასევე სიახლე იყო.

image

"პირვლად მაშინ წარმოიდგინე, როგორი უნდა ყოფილიყო პირველი პერსონალური კომპიუტერი და იმავე საღამოს ეს ყველაფერი ქაღალდზე დავხაზე." - ჰყვებოდა ვოზი.

1975 წლის 29 ივნისს პირველად ისტორიაში ადამიანმა ნახა ეკრანზე ის სიმბოლოები, რაც კლავიატურაზე აკრიფა. ნანახმა ჯობსი გადარია .

image

პირველი კომპიუტერისათვის ვოზმა თავისი კალკულატორი, ჯობსმა კი, მანქანა გაყიდა. ამ პროცესში მათი კაპიტალი 1300 დოლარი იყო . ნახაზები და გეგმა .

ვოზი ამბობდა, რომ კომპიუტერს თავისთვის აკეთებდა და როდესაც სტივმა მისი გაყიდვა შესთავაზა, სასაცილოდ არ ეყო . ვერ წარმოედგინა, რომ ამის ყიდვა ვინმეს მოუნდებოდა. მაგრამ როდესაც კომპიუტერი წარადგინეს ხელნაკეთი კომპიუტერების კლუბში, იქ ატეხილმა ფურორმა ვოზნიაკი დააფიქრა, რომ მან ღირებული რაღაც შექმნა. ყველაზე მნიშვნელოვნად მას მიაჩნდა, რომ შესაძლებელი გახდა, რომ კლავიატურის საშუალებით შეეყვანა მონაცემები, რომლებიც მომენტალურად აისახებოდა ეკრანზე.

ასევე დააინტერესებთ

სტივ ჯობსმა თავისი ბავშვური ონავრული გამოგონებით რომის პაპის გაშაყირება მოინდომა

image

სტივ ჯობსი - ყველაზე მავნე ბავშვი მთელს სკოლაში, რომელიც რამდენჯერმე გახდა გარიცხვის კანდიდატი

image

აიფონის გამომგონებელი, ბიზნეს გენია, ყველაზე ტრაგიკული ბავშვობით

image

0
68
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0