x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ვინ არიან ქისტები?

ქისტები

პანკისის ხეობა, რომლის ტერიოტორიაზედაც ცხოვრობენ ჩეჩნეთიდან ჩამოსახლებული ჩაჩნური წარმომავლობის ქისტები, კახეთის ტერიტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.ქისტები მის მთელ სიგრძეზე მოედინება მდ.ალაზანი, რომლის სათავეები მთური რელიეფით ხასიათდება, ხოლო ხეობის ქვედა ნაწილი - ძირითადი სამოსახლო და სამეურნეო სივრცე, საკმაოდ გაშლილი ვაკეა. ხუთვერსიან რუკაზე პანკისის ხეობიდან ახმეტამდე მდ.ალაზნის აყოლებით, აღნიშნულია შემდეგი სოფლები: მატანი, მარელისი, ქორეთი, ქვემო წინუბანი, ყვარელ-წყალი, ქვემო ხალაწანი, ნაპანკისევი(შუა ხალაწანი), დუმასტური, დუი-სოფელი(დუისი), ჯოყოლო, ომალო, ბირკიანი, ქორთაბუდე, ხორაჯო, ჩხათანა, ტოლოშა და ბაწარა. ამთგან ჩვენთვის საინტერესოა ქისტებით დასახლებული სოფლები: შუა ხალაწანი, დუისი, ჯოყოლო, ომალო, ბირკიანი, ქორთაბუდე, ხორაჯო, და ჩხათანა. უკანასკნელი სამი სოფელი მდებარეობს პანკისის ვიწრო ყელში, მაგრამ იქაური მკვიდრნი ბოლო დროისათვის ბარად ჩამოსახლდნენ. მთის სოფლებიდან ჩამოსული ქისტების ერთი ნაწილი განსახლდა დუისში, ომალოში და ჯოყოლოში, ხოლო ნაწილმა შექმნა ახალი დასახლებები - შუა ხალაწანი და ბრიკიანი. ასეთი ადგილმონაცვლეობის შემდეგ ქისტებმა საბოლოოდ თავი მოიყარეს პანკისის ხეობის ხუთ სოფელში: დუისში, ჯოყოლოში, ომალოში, ბირკიანში და შუა ხალაწანში. მათ შორის ყველაზე დიდი დასახლებაა სოფელი დუისი, სადაც პანკისის ხეობის აქტიური მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტი ცხოვრობს.პანკისის ხეობა ვაინახების ჩამოსახლება პანკისის ხეობაში დაიწყო XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, ხოლო ეს პროცესი განსაკუთრებით გაღრმავდა შამილის მოღვაწეობის ხანაში, შემთხვევითი არ არის, რომ სოფლების - დუისისა და ჯოყოლოს სახელწოდებები მომდინარეობენ შამილის ნაიბების(საიმამოში სამხედრო-ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე მოხელე) - დუის და ჯოყოლოს პირადი სახელებიდა. ვახუშტი ბაგრატიონის აღწერით, პანკისის ხეობა XVIII საუკუნეში ჯერ კიდევ ქართველებით იყო დასახლებული, მაგრამ დაღესტნელთა მუდმივი შემოსევების შედეგად მისი დიდი ნაწილი გაუკაცრიელდა და ჩაჩნები დაუსახლებელ ტერიტორიაზე დასახლკარდნენ. ბუნებრივია, რომ ვაინახებს(ჩაჩნებს) თან მოჰქონდათ მამა-პაპური წეს-ჩვეულებები და ტრადიციები, მაგრამ ახალ სამოსახლოში დამკვიდრების შედეგად ისინი ეცნობოდნენ ახალ სამურნეო პირობებს და ქართულ თვითმყოფადობას. ქართულ მოსახლეობასთან მეზობლობა-თანაცხოვრებისა და ურთიერთობის შედეგად მათ შეითვისეს ქართული ენა, ბავშვები შეიყვანეს ქართულ სკოლებში, გვარები გაიფორმეს ქართულად, შეისწავლეს ადგილობრივი სამეურნეო კულტურა, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. თან მოტანილი ვაინახური ტრადიციებისა და იმავდროული დამხვდური ქართული ყოფითი კულტუირს ურთიერთშერწყმის ნიადაგზე პანკისის ხეობაში ჩამოყალიბდა მჭიდროდ დასახლებული ორენოვანი ეთნიკური ერთეული ქისტების სახით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნება ქისტი არ არსებობს. ვაინახების შემადგენლობაში შედის ორი ხალხი - ჩაჩნები და ინგუშები. გენეტიკურად ვაინახებს მიეკუთვნებიან ჩაჩნური მოდგმის ქისტებიც. მათი გამაერთიანებელი სახელწოდებაა ვაინახი("ჩვენი ხალხი") - ქართული საისტორიო წყაროებით ცნობილი "დურძუკი" ან "ძურძუკი". შემდგომში ქართველებმა ქისტი შეარქვეს ყველა ვაინახს და მათ შორის პანკისელ ჩაჩნებსაც. ამდენად, პანკისთან მიმართებაში ეთნონიმი ქისტი ეროვნების შესატყვისი ტერმინი კი არ არის, არამედ მხოლოდ კუთხური შინაარსის მატარებელია.ქისტი ყოველივე ამასთან ერთად ისისც უნდა ვიცოდეთ, რომ პანკისის ხეობაში ჩამოსახლების დროისათვის ჩაჩნები ისლამს აღიარებდნენ, მგრამ დროთა განმავლობაში მათი დიდი ნაწილი გაქრისტიანდა. 1965 წლისათვის, როდესაც პანკისის ხეობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული ექსპედიცია მუშაობდა, მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანობას აღიარებდა. ამ დროს აქ არც ერთი მეჩეთი არ იდგა და სოფელ დუისში არსებული სამლოცველო სახლით კმაყოფილდებოდნენ თვით მაჰმადიანი დუისელები. შემდეგ კი მდგომარეობა სრულიად შეიცვალა. მოძალება იწყეს მოლებმა ჩეჩნეთიდან და ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა ისლამზე დააფიცეს. ამის შესაბამისად აღმართეს მეჩეთებიც და ქრისტიანული რწმენაც საბოლოოდ ამოძირკვეს.

0
1224
1-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა გაგნიძე
ლაშა გაგნიძე
1224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0