x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რის გაკეთებას აპირებს მთავარი კანონიერი ქურდი, ტარიელ ონიანი რუსეთიდან დეპორტაციის შემდეგ?
image
კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია, როგორც ტარო, რუსეთის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აპირებს იცხოვროს თურქეთში.. ეს განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ, იუწყება" პრაიმკრაიმი".

"ტარიელ ონიანმა სასჯელი რუსეთში მოიხადა და ვადასტურებ, რომ ის თურქეთში, სტამბულში ჩავა. რუსეთის ფედერაციამ შეზღუდვები არა მხოლოდ მისთვის დააწესა, არამედ, ზოგადად კანონი მიიღო ყველა კანონიერ ქურდთან დაკავშირებით." - აცხადებს ადვოკატი.

"ჩემი ინფორმაციით, ის აპირებს თურქეთში ცხოვრებას. ის არ არის საქართველოს მოქალაქე." - ამბობს ადვოკატი.

კანონიერი ქურდების კლანის მეთაური, 61 წლის, ქუთაისელი ტარიელ ონიანი სამშაბათს, 9 აპრილს უნდა გათავისუფლდეს სპეციალური რეჟიმის კოლონიიდან სოლ-ილეცკის, მე -6 "შავი დელფინიდან."


2010 წლის ივლისში მოსკოვის ხამოვნიჩესკის სასამართლომ ტარიელ ონიანს გატაცებისა და გამოძალვისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს ვადა 2019 წლის 11 ივნისს ამოიწურა, მაგრამ ტარომ 9 წლითა და 10 თვემდე შეძლო სასჯელის შემცირება.

ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, ონიანი იყო არამშვიდი პატიმარი: პატიმრობის დროს ტაროს 253 დარღვევა ჰქონდა, რისთვისაც ორჯერ ჩასვეს კარცერში და რვაჯერ სასჯელაღსრულების იზოლატორში, კამერის ტიპის ოთახში.

2018 წელს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმერ კოლოკოლცევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, ქვეყნიდან მისი გაძევების შესახებ. ის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, დეპორტირებული იქნება რუსეთიდან.

როსბალტი მიუთითებს, რომ ონიანი ამჟამად კრიმინალურ სამყაროში ყველაზე გავლენიანი ავტორიტეტია. გათავისუფლების შემდეგ გაძლიერდება N1კანონიერი ქურდის ადგილისთვის ბრძოლა.

ტარო იძებნება ესპანეთის სამართალდამცველების მიერ ფულის გათეთრების და კრიმინალური საზოგადოების ორგანიზების ბრალდებით. თუმცა, გამოცემის წყარო ეჭვობს, რომ ესპანელ სამართალდამცველებს ავტორიტეტი ხელში ჩაუვარდეთ. ისინი მიიჩნევენ, რომ ონიანი საქართველოში დეპორტირებულია, საიდანაც იგი სავარაუდოდ თურქეთში გადავა.

თურქეთში ის შეძლებს თავისი გეგმების რეალიზებას. მოიწვევს კანონიერი ქურდების ფართომასშტაბიან შეკრებას, რათა, გადაწყვიტონ ქურდების სამყაროში უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებული ამბები.

3
366
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
366
  
2019, 9 აპრილი, 16:48
დიდი ომი იქნება, სავარაუდოდ
2019, 9 აპრილი, 16:45
მისი დაუძინებელი მტრები, გალელი ძმები ქარდავები არიან მანდ, ომი გარდაუვალია...
კალაშოვი ციხეშია და ქარდავბი მოწყვლადი ხდებიან, თან ონიანის მხარეს ყველაზე ძლიერი და გავლენიანი "მეგრელების" კლანი დგას მერაბ ჯანგველაძის მეთაურობით.
0 1 3