x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
9 აპრილის პოლიტიკური ვითარება, ,, ვისი ბრალი იყო?! " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები

(სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით)

აშინ ირაკლი მენაღარიშვილი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი . იგი ზუსტად აღნუსხავდა ყოველ ტრაგიკულ შემთხვევას; პატრონობდა დაშავებულებს. სწორედ მისი თანადგომით შეიქმნა 9 აპრილის პირველი საზოგადოებრივი კომისია. სწორედ მაშინ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი, რომ მომწამვლელი გაზი გაუშვეს, საბრძოლო ნიჩბებს და სამხედრო სიცრუეს.

image

ამ დროს ჩემთვის მთავარი ამოცანა იყო, დამეწყნარებინა სიტუაცია თბილისში. არ გამართულიყო დემონსტრაციები, რომ სამხედროებისთვის მიზეზი არ მიგვეცა . ხალხის დაწყნარება იმითაც რთულდებოდა, რომ სამხედროები გამომწვევად იქცეოდნენ .

image


კომენდანტის საათის შემდეგ ყველაზე დიდი ხმაური კინოსტუდიაში იყო. განსაკუთრებით ბობოქრობდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი, კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე :“ შენ როგორ დაუშვი ეს, კიდევ რაღაც გექნება ჩაფიქრებულიო. "

image

მოსკოვში შეიქმნა ტრაგედიის გამოსაძიებელი კომისია, ყველა იკითხებოდა გორბაჩოვის გარდა. ეს საკითხი მერე უზენაეს საბჭოზე გაიტანეს განსახილველად . ყრილობამ მიიღო დადგენილება, სადაც მიტინგის ძალით გამოყენებით დარბევა დაგმობილ იქნა. გორბაჩოვს შემდეგ 9 აპრილის შესახებ აღარ უსაუბრია . ვინ იყო ამაში დამნაშავე, დღესაც პასუხგაუცემელია.

image

9 აპრილის შემდეგ ყველგან დაიძაბა სიტუაცია . უძლიერესი საბჭოთა კავშირი მაინც მოძალადედ რჩებოდა, რომელსაც მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგია აერთიანებდა . ვერ მოხერხდა, კიდევ კარგი, რომ ვერ მოხერხდა სხვადასხვა ქვეყნების გარუსება.

image

“ პერესტროიკამ " მისცა საშუალება ინტელიგენციებსა და ეროვნული მოძრაობის ლიდერებს, დაეწყოთ იმ დოკუმენტების გამოქვეყნება და ხალხში გატანა, რომლითაც მტკიცდებოდა მათ ქვეყნებში რუსეთისა და კიმუნისტური მმართველობის არაკანონიერება. სწორედ ამან მისცა ქართველებს 1783 წლის“ გეორგიევსკის ტრაქტატის " და 1920 წლის რუსეთ საქართველოს ხელშეკრულების დარღვევაზე აპელირების საშუალება.

9 აპრილის მოგონებები “ მე მიმალავდნენ " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები

image

სამძიმარი საქართველოს მსოფლიოსგან, 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ

image

რა ხდებოდა 9 აპრილის ღამეს საავადმყოფოებში. რას აცხადებს იური მეჩითოვი

image

9 აპრილი, გვახსოვდეს ჩვენი ტკივილი “ კომუნისტი" 12.IV. თბილისის პროკურატურა იუწყება

image

0
154
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0