x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
9 აპრილის მოგონებები ,, მე მიმალავდნენ " ედუარდ შევარდნაძის მოგონებები

(სტატია დაწერილია ედუარდ შევარდნაძის მემუარების მიხედვით)

9 აპრილის ტრაგედიამდე მე და გორბაჩოვი ორიოდე დღით კუბაში ვიყავით. მერე დიდ ბრიტანეთში, ტეტჩერსა და ჰაუსთან გვქონდა შეხვედრები. ტეტჩერი და გორბაჩოვი რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს, საათობით კამათობდნენ . მე არ ვესწრებოდი, მაგრამ მუდმივად ვკითხულობდი ჩანაწერებს.

image

7 აპრილს დავბრუნდით მოსკოვში. მიღებული წესისამებრ, აეროპორტში მთელი პოლიტბიურო დაგვხვდა. მოიკითხა გორბაჩოვმა, რა ხდებაო ქვეყანაში . მოახსენეს:“ საქართველოში გართულებულია სიტუაცია. დიდი რაოდენობით იკრიბება ხალხი, მაგრამ დაშლა სირთულეს არ წარმოადგენს. ამ დღეებში შეიკრიბება პარტაქტივი და იმსჯელებენ. "

image


სამინისტროში მივედი და დავურეკე საქართველოს იმდროინდელ ხელმძღვანელს, ჯუმბერ პატიაშვილს; ვუამბე, რა მოხდა აეროპორტში. რა აზრის ხარ–მეთქი? მან მითხრა:“ თქვენი ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია, მაგრამ ახლა დაძაბავს ვითარებას. ხვალ აქტივის კრება გვექნება და ალბათ იქ გადავწყვეტთ., რომ გამთენიისას, როცა ცოტა ხალხია, აქცია მშვიდობიანად დავშალოთ . თქვენ რომ ჩამოხვიდეთ, შეიძლება სიტუაცია გართულდეს . (ხალხის ახალი ტალღების მოზღვავება ჰქონდა მხედველობაში.)

image

იმ ღამით მოსკოვში დავრჩი. 8-ში დილით ათი საათისთვის შევიკრიბეთ. თათბირი ლიგაჩოვს მიჰყავდა.

“ საქართველოში აქტივის კრება მიმდინარეობს და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა განწყობილია, რომ არ დათმოს პოზიციები. თბილისში აქტივის კრება როგორც ვიცი, პატიაშვილის მოხსენებით დაიწყო, შემდეგ იყო გამოსვლები და როგორც ვიცი, ყველა დაშლის მომხრე იყო. მხოლოდ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე ნოდარ ჭითანავა, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, და თუ არ ვცდები, სესილი გოგიბერიძე იყვნენ წინააღმდეგი ხალხის ძალით დაშლის.

ამ დროს კრების წინაშე წარდგა სამხედროების ჯგუფი გენერალ კოჩეტოვის ხელმძღვანელობით. მთელი დარბაზი ადგა და ტაშით შეეგება. კოჩეტოვმა ხელმძღვანელობის მხარდამჭერი სიტყვა თქვა, მაგრამ სამხედრო ძალის გამოყენება არ მოუთხოვია. კრებაზე მათი ყოფნა ჩვეულებრივი არ იყო, და მათი იქ ყოფნა თავისთავად ცხადი იყო. მიიღეს რეზოლუცია, რომ ყველა ღონე იხმარონ მიტინგის დასაშლელად . ამით აქტივის კრება დასრულდა თბილისში. ყველაფერ ამას მე მოსკოვში ვიგებდი.

გავრცელდა ხმა, თითქოს 8–ში მე ჩამოვფრინდი. ეს მოგონილი იყო. რაღაც თვითმფრინავი მართლაც დაჯდა, მაგრამ ვინ იყო, რა ხდებოდა, მე არაფერი ვიცი. მე ვერაფრით ვიქნებოდი. ეს თემა შემთხვევით არ გაჩენილა, მაგრამ მე არაფერი ვიცი.

image

იმ საღამოს მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება მომიტინგეთა დაშლის შესახებ. დილისკენ ცოტა ხალხი რჩებოდა – 300-400 კაცი და დავშალოთო. დარწმუნებული იყვნენ, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. მაგრამ სამხედროების გამოჩენამ კრებაზე და ტანკების გამოყვანამ თავისი საქმე გააკეთა. ისიც კი მივიდა აქციაზე, ვინც იქამდე არ ყოფილა. ბევრი ხალხი შეიკრიბა, მსხვერპლი დიდი იყო – 19 ადამიანი .

იმავე დღეს ჩავფრინდი. ცენტრალური კომიტეტის შენობაში ვზივარ. დავიბარე სამხედრო ხელმძღვანელობა, რომ გავარკვიო რა მოხდა .

ყველა ყველაფერს მალავს. შემოიღეს კომენდანტის საათი. ერთი ახალგაზრდა პატრულირებას შეეწირა. საფრთხე დიდი იყო დაპირისპირების.

image

სამხედროებს ვერ ვათქმევინე საბრძოლო ნიჩბები რომ გამოიყენეს, დიდსა და პატარას რომ გადაუარეს. ხალხი რომ მოწამლეს. ამ დამალვამ უფრო გაართულა სიტუაცია.

იმ დღესვე პატიაშვილთან ერთად შემოვიარე დაღუპულთა ოჯახები . უმძიმეს ტკივილს უძლებდნენ. გორბაჩოვი დღეში ორჯერ მირეკავდა ამბის გასაგებად .

საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გამკითხავი არავინ იყო ქვეყანაში. როგორ შეიძლებოდა ჯარის გამოყენება მთავარსარდალის ნებართვის გარეშე.? ნუთუ გორბაჩოვი არასოდეს არაფრის კურსში არ იყო? მიმძიმს ამ კითხვების დასმა. მაგრამ პასუხები დღესაც არაა. თუ მთავარსარდალს არაფრად აგდებენ, თუ მის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საკუთარი ხალხის სისხლს ღვრიდნენ, გამოდის იგი ვერ ფლობდა სიტუაციას და საბჭოთა კავშირში რევოლუცია უკვე მომხდარი იყო.

0
148
2-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0