x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია ნიკა გვარამიას და "ტელეიმედის" დაპირისპირებაზე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის და ტელეკომპანია "იმედის" დაპირისპირებას ეხმაურება.


როგორც გრიგოლია წერს, საქართველოში არ იყო, როს გამოც მოვლენებს ვერ დაეწია, ახლა კი გადაახვია, გადმოახვია და ყველაფერს მიხვდა.


"აქ არ ვიყავი და ვერ დავეწიე მოვლენებს. ჩამოვედი, გადავახვიე-გადმოვახვიე და “იმედი“ ნიკა გვარამიას აღმზრდელობითი სამუშაოთი და შინსახკომის წერილებით დაკავდა??? “მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები“ რომ შეკრებილან, მაგაზე გამახსენდა კომკავშირის კრებები, რაც ადრე მაქვს ნასწავლი და გაგონილი და, "იმედის" დიდაქტიკაზე, ბოდიში და, გავსკდი სიცილით. რუხაძის პირადი დირექტივა იყო თუ უფრო ზევით?"- წერს გრიგოლია.


ცნობისთვის, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანია "იმედს' მიერ მასზე მომზადებული სიუჟეტის გამო დაუპირისპირდა.


გვარამიას თქმით, სიუჟეტი მასზე ისე გააკეთეს რომ კომენტარიც არ სთხოვეს.

ტელეკომპანია" იმედმა" სიუჟეტი სახელწოდებით "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" გუშინ გაუშვა.


როგორც სიუჟეტში ამბობენ მათ საპროტესტო წერილი მიიღეს და სწორედ ამიტომ რეპორტაჟიც გააკეთეს.


imageimage


ასევე დაგაინტერესებთ:

"ფუ, აი, მართლა ბანძის ბანძია. მკიდიხართ ძვირფასებო"- ნიკა გვარამია "იმედს" უპირსპირდება


"მივმართავ ტელეკომპანია იმედს..."- დაპირისპირება გრძელდება

0
1602
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0