x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ის უკვდავია! დედამიწის 12 ბინადარი, რომელიც ადამიანზე დიდხანს ცოცხლობს!

როდესაც ადამიანი 90 წლამდე ცხოვრობს, ეს უკვე საოცარ მოვლენად გვეჩვენება, თუმცა დედამიწაზე არსებობენ ისეთი ცხოველები, რომლებიც უფრო მეტხანს ცოცხლობენ ვიდრე ადამიანები. წარმოგიდგენთ ამ 12 ბინადარს:



image










1. ტუატარა - 110 წელს მეტი

image


ტუატარა ახალ ზელანდიაში მობინადრე ქვეწარმავალია. ისინი ძალიან გვანან ხვლიკებს, თუმცა სინამდვილეში დინოზავრების ნათესავები არიან. სამწუხაროდ ტუატარას სახეობა, დღეს გადაშენების პირას დგას. ისინი 110 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.






2. ნარინჯისფერი იმპერატორის თევზი - 149 წელი

image


ნარინჯისფერი იმერატორის თევზი ნელა იზრდება, მაგრამ დიდხანს ცოცხლობს. მათი ცხოვრების საშუალო ასაკი 149 წელია, სამწუხაროდ უყურადღებო თევზაობის გამო სახეობას გადაშენება ემუქრება.






3. სკალოფსი - 168 წელი

image


მდედრ სკალოფს შეუძლია 5 მილიარდამდე ქვირითის დადება, ისინი მარტივად მრავლდებიან, თუმცა მხოლოდ 10% თუ ახერხებს განვითარებას. ყველაზე ასაკიანი სკალოფსი 168 წლისაა.






4. ზღვის წითელი ზღარბი - 200 წლამდე


image


ეს არსება მხოლოდ წყნარის ოკეანის სანაპიროებთან ბინადრობს, არ მოსწონს ტალღები და ცოცხლობს 200 წლამდე.






5. პოლარული ვეშაპი - 211 წლის

image


ლურჯი ვეშაპივით პოპულარულები არ არიან, მაგრამ გააჩნიათ უნიკალური თვისებები. უპირველეს ყოვლისა, ცხოველთა სამყაროში ყველაზე დიდი პირით გამოირჩევა, და რაც მთავარია 210 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.






6. თევზი კოი - 226 წელი

image


ზოგადად კოის თევზები 50 წლამდე ცოცხლობენ, თუმცა ამ სახეობის ოქროსფერი ჰანაკოს კოიმ რეკორდულ ასაკს მიაღწია, ამ თევზმა 226 წელი იცოცხლა. მეცნიერების აზრით, თევზი გრძნობდა სიყვარულსა და ბედნიერებას, აქედან გამომდინარე შეძლო ამ ასაკამდე მიღწევა.






7. ლამილიბრაიას მილის ჭიები - 250 წლამდე

image


მექსიკის ყურის ბინადარი 3 მეტრამდე იზრდება. იზრდებიან ძალიან ნელი ტემპით, აქედან გამომდინარე ცოცხლობენ უფრო დიდხანს.






8. ალდაბრას გიგანტური კუ - 256 წლამდე

image


image


ალდაბრას კუები პოპულარულები არიან როგორც ზომებით, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობით. ერთ-ერთმა მათგანმა, სახელად ედვაიტამ რეკორდი დაამყარა და 256 წლამდე იცოცხლა. მეცნიერებმა ქვეწარმავალის სიცოცხლის საიდუმლოს ახსნა დღემდე ვერ მოახერხეს.






9. მტკნარი წყლის მიდიები - 280 წელი

image


მათ ხანგრძლივი სიცოცხლე გააჩნიათ. იზრდებიან ნელი ტემპით, აქედან გამომდინარე ასაკის საშუალო მაჩვენებელი 96- 123 წლამდეა, მაგრამ ეს ყველაფერი წყლის სისიფთავეზე და ხარისხზეა დამოკიდებული. ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლით გამორჩეული მიდიები 280 წლამდეც ცოცხლობენ.






10. გრენლანდიის ზვიგენი - 400 წლამდე

image


როგორც საშიში, ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გვევლინება გრენლადიის უსასტიკესი ზვიგენი. ერთ-ერთი უძველესი სახეობის ბინადარი, რომელიც მინიმუმ 150 წელს ცოცხლობს, თუმცა მეცნიერების დასკვნით, მათი ასაკის საშუალო მაჩვენებლი 400 წელია.






11. ოკეანის "სავარცხელი" (მოლუსკი) - 507 წელი

image


მოლუსკი იჭმევა და მოიხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, აქედან გამომდინარე მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არცერთ მკვლევარს არ გააჩნია. შესაძლოა გადაშენების პირასაც იყვნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ისინი 507 წლამდე ცოცხლობენ.







12. ანტარქტიდის ღრუბელი - 1550 წელი

image


მეცნიერები ამ მოვლენას ვერ ხსნიან! ამ სულიერ არსებებს როგორც ჩანს განსაკუთრებული ცხოვრების უნარი გააჩნიათ. მკვლევარების აზრით ყველაზე ასაკიანი ანტარქტიკული ღრუბელი 1550 წლისაა.






ბონუსი : უკვდავი მედუზა

image


"უკვდავი" მედუზა კრიზისულ პერიოდში კვლავ ახერხებს გაცოცხლებას. დედამიწაზე მობინადრე სხვა ცოცხალ არსებებისგან განსხვავებით, ამ სახეობის მედუზას უჯრედების განახლება შეუძლია, რაც მათ უკვდავს ხდის. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ შესაძლოა სხვა არსებამ შეჭამოს ის ან კიდევ დაბინძურებულ წყალმა გაანადგუროს.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



ყოველდღიური პრაქტიკული რჩევები, რომელიც ცხოვრებას გაგამარტივებთ

image




თანამედროვე ცხოველების უძლიერესი წინაპრები, რომლებიც გადაშენდნენ!

image




ისინი მომავლიდან დაბრუნდნენ - 5 ადამიანი, რომელმაც დროში იმოგზაურა (მტკიცებულებებით)

image




უძლიერესი 50 არმია მსოფლიოში - 2019 წლის მონაცემებით

image



მდიდარ გოგონამ შეყვარებული სიღარიბის გამო მიატოვა...შემდეგ ცხოვრებამ მას გრანდიოზული სიურპრიზი მოუწყო!

image




სასწაული წარმოიდგინეთ: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოსემ წითელი ზღვა ორად გაყო!

image




გინესის რეკორდებში შესული 5 ცხოველი

image





0
1560
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1560
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0