x
image
ირაკლი555
როგორ მრავლდებოდნენ დინოზავრები?

image




















პალეონტოლოგებს დინოზავრების შესახებ მრავალ საინტერესო და საჩოთირო კითხვაზე გაუციათ პასუხი, თუმცა უამრავი ადამიანისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი საკითხი ალბათ ისაა, როგორ ახერხებდნენ შეწყვილებას 30 ტონიანი ცხოველები, რომლებიც ზომით 4სართულიან შენობებს აღემატებოდნენ.
შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ამ დეტალის ამოხსნას მეცნიერთა მხრიდან საკმაო ყურადღება დაეთმო და მრავალი კვლევაც ჩატარდა. შედეგად მკვლევართა უმეტესობა მივიდა დასკვნამდე, რომ
პრეისტორიულ გიგანტებს სექსი ძაღლების მსგავსად ჰქონდათ.

კრისტი როჯერსმა, მინესოტას შტატში მდებარე მაკალესტერის ინსტიტუტის ასისტენტმა პროფესორმა ბიოლოგიისა და გეოლოგიის
დარგში, “Discovery Channel”-ს განუცხადა: „ყველაზე სავარაუდო პოზიცია უნდა ყოფილიყო მდედრის უკან მყოფი და მის ზემოთ მოქცეული მამრი. ყველა დანარჩენი ვარიანტი მოუხერხებელი იქნებოდა.”
ექსპერტების ნაწილი ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებს და გვთავაზობს ვერსიას, რომ დინოზავრები წყალში ცელქობდნენ. ბიოლოგი სტიუარტ ლენდრი მიიჩნევს, რომ დიდი დინოზავრები ამ პოზაში წაიქცეოდნენ და მიწას დაენარცხებოდნენ, ამიტომ წონასწორობის დასაცავად
წყალი დასჭირდებოდათ.

image

0
164
6-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი555
ირაკლი555
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0