x
მამაკაცებო, რა უნდა მიირთვათ უკეთესი სექსუალური ცხოვრებისთვის
image


ფერტილობა დიდწილადაა დამოკიდებული იმ საკვებზე, რასაც ვიღებთ. წარმოგიდგენთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც აუმჯობესებს მამაკაცებში სპერმის რაოდენობას და სიცოცხლისუნარიანობას.


ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს ხამანწკები. ის დიდი რაოდენობით შეიცავს თუთიას და ომეგა მჟავებს, რაც აიმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ზრდის ფერტილობის მაჩვენებლებს და აძლიერებს ლიბიდოს.


მეორე ადგილზეა გოგრის თესლი. თუ მის მირთმევას გადაწყვიტავთ, ეცადეთ იყოს მოუხალავი, ნედლი სახით. ასეთ დროს მასში არსებული ცხიმოვანი მჟავები უფრო მეტადაა შენარჩუნებული.



image


შემდეგ ადგილს იკავებს ციტრუსები და კენკროვანი ხილი. განსაკუთრებით სასარგებლოა ფორთოხალი და მარწყვი. ეს ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს.


image


ამ სიაში გვხვდება მუქი ფოთლოვანი ბოსტნეული - ისპანახი, ხუჭუჭა კომბოსტო. ეს მცენარეები შეიცავს იოდს, რაც ჰორომებს აბალანსებს.


image


შავი შოკოლადი - შეიცავს ამინომჟავებს, რომელთაგანაც აღსანიშნავია არგინინი, ეს ამინომჟავა აუმჯობესებს სპერმის რაოდენობას, ხარისხსა და სიცოცხლისუნარიანობას.


image


და ბოლოს, ბროწეულის წვენი. ის აძლიერებს სისხლის მიმოქცევას ქვედა ღრუ ვენაში. ზოგიერთ კვლევას თუ დავუჯერებთ, ეს მცენარე ვიაგრის მსგავსი მოქმედებით გამოირჩევა და ხშირად, მასზე უკეთესი ეფექტის მოქდენა შეუძლია.


image


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


გაიგეთ მეტი იმ მიკრო ორგანიზმებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია


მსოფლიოს გარშემო აყვავებული ალუბლის განსაკუთრებული ფოტოები


ყველას ეგონა რომ ორსულად იყო, სინამდვილეში კი...


იმისათვის რომ აკნესგან განვიკურნოთ...



1
1077
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
1077
  
2019, 8 აპრილი, 20:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1