x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრაკონიერი, რომელიც სპილომ იმსხვერპლა, ლომების ლუკმა გახდა
სპილოსამხრეთ აფრიკის ეროვნულ პარკში, ბრაკონიერი სპილომ მოკლა, ხოლო შემდეგ ლომებმა შეჭამეს.

პარკიეჭვმიტანილი მამაკაცი მარტორქაზე ნადირობდა, როდესაც სპილომ გადაუარა. მითითებულია სამხრეთ აფრიკის ეროვნული პარკის გაცხადებაში.

ცხოველებიდონ ინგლიში პარკის რეგიონალური რეინჯერი, ხელმძღვანელობდა საძიებო ჯგუფს, რომლებიც ათვალიერებდნენ საჰაერო გზებიდან პარკის მიმდებარე ტერიტორიას. მოგვიანებით აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთები.

ლომი"აღმოჩენილი მასალებიდან ვარაუდობდნენ, რომ მსხვერპლი ლომების ლუკმა გახდა, რის შედეგადაც მხოლოდ ადამიანის ქალა და შარვალი იყო დარჩენილი", - განაცხადა ეროვნული პარკის პრესმდივანმა.


პარკიგლენ ფილიპსმა, პარკის მმართველმა დირექტორმა განაცხადა: "კრუგერის ეროვნული პარკში უკანონოდ შესვლა და ფეხით სიარული არ არის ბრძნული საქციელი. ის შეიცავს საფრთხეს და ეს ინციდენტი მტკიცებულებაა ამის. ძალიან სამწუხაროა, ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილის ქალიშვილებს, მომხდარის შესახებ ვაცნობეთ და მწუხარება გამოვთქვით".

პარკი"ოთხი დაკავებული თანამზრახველი ბრაკონიერი პატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს ელოდება ", - განაცხადა პარკის სპიკერმა

0
428
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0