x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოს სკოლის დირექტორმა, რომელიც ბრილიანტის ბეჭდის საფასურად დაინიშნა თანამდებობაზე, მასწავლებელზე საცემრად გაიწია
image
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოში ინციდენტი მოხდა. სკოლის დირექტორმა, გენადი ჩოვუშიანმა ქართული ენის მასწავლებელს სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა და საცემრად გაიწია.
მასწავლებელი, ნინო ქადაგიშვილი ამბობს: "დღეს სკოლაში 9 აპრილის ღონიძიება გვქონდა, რაღაც საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოვთქვი, ამის საპასუხოდ სკოლის დირექტორმა შეურაცხყოფა მომაყენა, შენ ხმის ამოღების უფლება არ გაქვს, შენ ხარ ჭია, ხარ ინტრიგანი და ამრევი სკოლისო, ასევე გამოიწია საცემრად.
მე 2004 წლიდან ვმუშაობ სოფელ საბათლოში, მიუდგომელი ადგილი იყო და ენთუზიაზმით წამოვედი, არაქართველ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლი, სკოლის დირექტორი არაკომპტეტენტურია, განათლებით - ვეტერინარი, როგორც თვითონ აღნიშნავდა, ბრილიანტის ბეჭდის საფასურად დანიშნეს სკოლის დირექტორად. სკოლაში ძალიან ბევრი დარღვევაა, მე შარშან განათლების სამინისტროსაც მივმართე განცხადებით, მათ რაიონის რესურსცენტრს დააწერეს ჩემი განცხადება და დღემდე რეაგირება არ არის, ამის შემდეგ მუდმივად მავიწროებს და მდევნის".
სკოლის დირექტორი ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ნინო ქადაგიშვილს მისი და მისი ცოლის პირადი ინტერესი აქვს.
0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0