x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
საარჩევნო სილა ერდოღანისთვის - ბრძოლა სტამბოლისთვის ჯერ კიდევ გრძელდება

image

31 მარტს თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ამის მიზეზი კი არის ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი და მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP) აღმოჩნდა. მმართველი პარტია თურქეთის სიდიდით სამ ქალაქში ოპოზიციურ თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიასთან (CHP) დამარცხდა.

შედეგები შემდეგნაირად განაწილდა:

ანკარა (მოსახლეობა - 5, 445, 000 ადამიანი)
CHP – 50.93%,
AKP – 47.12%;

სტამბოლი (მოსახლეობა - 15, 070, 000 ადამიანი)
CHP – 48.80%,
AKP – 48.55%;
იზმირი (მოსახლეობა - 4, 280, 000 ადამიანი)
CHP – 58.10%,
AKP – 38.6
9%

რაც შეეხება არჩევნების ზოგად შედეგებს, ქვეყნის მასშტაბით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა - ალიანსმა, რომელშიც AKP და MHP (ნაციონალისტური მოძრაობის პარტია) შედიან ხმების 51.64% მიიღო.

რა თქმა უნდა, ეს არ არის საამაყო შედეგი ერდოღანისთვის. ეს არჩევნები ერდოღანმა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ხარისხში აიყვანა. წინასაარჩევნო კამპანიისას ის თავად გამოდიოდა სიტყვით, ხვდებოდა მოსახლეობას და იძლეოდა ძალიან ბევრ დაპირებას, პირველ რიგში კი იმაზე, რომ თურქეთში დაიწყებოდა ეკონომიკური წინსვლა და განვითარება.

ერდოღანის ძალისხმევამ არ გაამართლა. თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 80 მილიონი ადამიანისგან შედგება. აქედან დაახლოვებით 25 მილიონი ადამიანი მხარს უჭერს ოპოზიციურ პარტიას, ეს ყველაფერი კი ხდება მას შემდეგ, რაც ერდოღანმა 2017 წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლება გაზარდა.


ასეთი შედეგების გამო AKP-მ სტამბოლში ჩატარებული არჩევნების შედეგები გაასაჩივრა და მოითხოვა, რომ 39 უბანზე ახლიდან დაეთვალათ შედეგები. როცა აღმოჩნდა, რომ ამანაც ვერ შეუწყო ხელი მმართველი პარტიის კანდიდატის ბინალი იდლირიმის გამარჯვებას, ახლა უკვე მოითხოვეს რომ სტამბოლში სრულიად ახლიდან დათვალონ შედეგები. წაიკითხეთ ვრცლად
0
121
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0