x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8 - 14 აპრილი
image
გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს:

კირჩხიბი
ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ ნერვულმა სისტემამ, ღვიძლმა ან შარდის ბუშტის ინფექციამ. დასაქმებულ კირჩხიბებს შემოაწვებათ სიზარმაცე და მოეჩვენებათ, რომ არსებული გამოწვევევბის წინაშე უძლურები არიან. სწორედ ეს გახდება პროფესიული განვითარების ბიძგი. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, სანაცნობო წრის გაფართოება. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. კარგი პერიოდია ბიზნესის წამოსაწყებად ან გასაფართოებლად. წარმატება გელოდებათ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში. თქვენ და თქვენი პარტნიორი ურთიერთობის დალაგებას შეეცდებით, რაც დიდ როლს ითამაშებს თქვენი საერთო მომავლის შექმნაში. კირჩხიბები, რომლებსაც ოჯახის შექმნა სურთ, გულის სიღრმეში თუ გაცხადებულად, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ქორწილს უკავშირდება.
image
ლომი
ამ კვირაში შესაძლოა შეგაწუხოთ თვალებმა, სახსრების ტკივილმა, თირკმლებმა. იზრდება ტრავმების მიღების ალბათობა. გამორიცხული არ არის, რომ სერიოზულად დაიზიანოთ ხელი. კარგი პერიოდია კარიერული წინსვლისთვის, სამსახურში თავის გამოჩენისთვის. ამ კვირაში ელოდეთ შემოსავალს. თქვენი დამსაქმებელი გადაწყვეტს ახალი მოვალეობები დაგაკისროთ, რის ხარჯზეც თქვენი სტატუსიც გაიზრდება და ხელფასიც. იმ ლომებს, რომლებმაც სამსახურის დაწყების თაობაზე განცხადება გააგზავნეს, აუცილებლად დაურეკავენ
და გასაუბრებაზე დაიბარებენ.
image
ქალწული
დაქორწინებული ქალწულები ოჯახის სიტკბოს სრულად შეიგრძნობენ და მიხვდებიან, რომ ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქორწინება იყო. ამ ნიშნით დაბადებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრების მეგზურს შეხვდება ამ კვირაში. ასე რომ, კარგად მოემზადეთ ძირეული ცვლილებებისთვის და სიყვარულისთვის. სიყვარული დიდი პასუხისმგებლობაა, ურთიერთობის შენებასა და შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. სტუდენტები, რომლებიც სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლობენ, საუკეთესო ქულებს მიიღებენ.

იხილეთ ყველა ნიშანი > > >

0
466
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0