x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
image


Tbilisi Open Air-ის დღიური ბილეთების ფასი ცნობილია. ფესტივალის პირველი კალათის ბილეთები და აბონემენტები 8 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით გაიყიდება. დღიური ბილეთის ღირებულება 60 ლარია, აბონემენტის ფასი კი 145 ლარს შეადგენს.


1 ივნისიდან ყოველდღიური ბილეთებისა და აბონემენტების ღირებულება გაიზრდება. შეძენა შესაძლებელია მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.




შეგახსენებთ, რომ Tbilisi Open Air 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics by Riktam, მწვანე ოთახი.


Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers… 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, „მწვანე ოთახის“ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.


EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.


Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel, ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.


Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისით პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს.

0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0