x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
 "მივმართავ ტელეკომპანია იმედს..."- დაპირისპირება გრძელდება
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ტელეკომპანია "იმედის' მიერ მასზე მომზადებულ სიუჟეტზე საუბრობს და ტელეკომპანიასთან დაპირისპირებს აგრძელებს.


საქმე ეხება გუშინ ტელეკომპანია " იმედში" გასულ სიუჟეტს სახელწოდებით "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა" .


როგორც სიუჟეტში ამბობენ, მათ საპროტესტო წერილი მიიღეს და სწორედ ამიტომ რეპორტაჟიც გააკეთეს.


აღნიშნულ სიუჟეტს გვარამია გუშინვე გამოეხმაურა, როგორც ფეისბუქის მეშვეობით, ასევე ტელევიზიის ეთერიდან. დღეს კი კვლავ ფეისბუქით მიმართავს მათ.



"მივმართავ ტელეკომპანია იმედს:

გამოაქვეყნეთ თქვენს მიერ გუშინ ჩემთვის მოძღვნილ სიუჟეტში გაცხადებული ე.წ. აღშფოთებული ინტელიგენციის წერილი, რომელშიც დაგმობილი ვარ და პრაქტიკულად ჩემს გამონათქვამებზე ცენზურის შემოღებაა მოთხოვნილი. ასევე დაასახელეთ წერილზე ხელმომწერი ადამიანები და სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ქონია და თქვენმა ტელეკომპანიამ ის უბრალოდ გამოიგონა, რადგან არ არსებობს აღნიშნულის არც ერთი დადასტურება, თქვენს მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გარდა."- წერს გვარამია.


image

0
493
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
493
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0