x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
ვატიკანის კარდინალის გაფრთხილება: დასავლეთ ევროპა მასობრივი მიგრაციის გამო გაქრება!
რობერტ სარა ვატიკანის კარდინალი რობერტ სარა ბრძანებს: "დასავლეთი გაქრება", რაც გამოწვეულია მასობრივი მიგრაციის გამო. სრულია შეიცვლება კულტურა, მორალური ღირებულებები და ისლამი დაიპყრობს მსოფლიოს.


პაპი და კარდინალი"თუ დასავლეთი გააგრძელებს ფატალურ სვლებს, დიდი რისკია მოხდეს შობადობის სიმცირე. ტერიტორიებს დაიპყრობენ უცხოელები, ისევე როგორც რომი დაიპყრეს ბარბაროსებმა".

კარდინალმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი თავისი "გლობალიზაციის სურვილით, სადაც შეუძლებელია ერები თავისი განმასხვავებელი მახასიათებლებით გამოაშკარავდეს".

რობერტ სარა"ბრიუსელი ფინანსური ძალაუფლების გამო მხოლოდ თავისუფალი ბაზრის მშენებლობისთვის ფიქრობს", - განაგრძო მან. "ევროკავშირი აღარ იცავს თავის ხალხებს. ის იცავს ბანკებს ".
მან ვიდეო ინტერვიუში გააფრთხილა საზოგადოება, რომ ევროპამ დაკარგა ფესვები და კვდება იმის გამო, რომ მცირერიცხოვანია ევროპელი მკვიდრი ბავშვები.


ბოლოდროინდელ ინტერვიუებში მან აღნიშნა, რომ კათოლიკურ ეკლესიის შიგნით მღვდლებმა, ეპისკოპოსებმა და კარდინალებმა პოლიტიკური აქტივობის გატარებით ქრისტეს სწავლებებს უღალატეს. ის პაპს ეწინააღმდეგება, რომელმაც ხელი შეუწყო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ევროპაში მიგრაციას.

რობერტ სარაკარდინალი ამბობს: "არასწორია, ღმერთის სიტყვა გამოყენებულ იქნს მიგრაციის ხელშეწყობისათვის და უკეთესია ხალხს ხელი შეუწყონ თავიანთი კულტურის ასაყვავებლად, ვიდრე ხელი შეუწყონ მათ ევროპაში ჩასვლას".

რობერტ სარასარამ საბოლოოდ იმედისმომცემი სიტყვები წარმოთქვა: "ეს არ არის სამყაროს დასასრული, ეკლესია გაიზრდება".

1
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
229
  
2019, 12 აპრილი, 18:24
კაცია კაცური.... მიყვარს ასეთი სამართლიანი და საღად მოაზროვნე ხალხი.
0 1 1