x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პირველი სიტყვა, რომელიც თვალში მოგხვდებათ, თქვენი პიროვნების ფარულ ასპექტებს გამოავლენს
ქვეცნობიერად ჩვენ გვიზიდავს ნივთები, რომლებიც ჩვენს გრძნობებს, აზრებს, პიროვნებას, ხასიათს, მიზნებსა და სურვილებს ემთხვევა. მსოფლიოს აღქმაზე გავლენას ჩვენი პიროვნება ახდენს.


დააკვირდით სურათს, რა დაინახეთ პირველად? ნახეთ რას გიამბობთ:

image

ლმობიერება

image

თქვენ ნაზი სული გაქვთ. დიდ პოტენციალს ფლობთ. თქვენი ლმობიერება თქვენს ჭეშმარიტ შინაგან თავისუფლებას შეესაბამება: ისინი, ვისაც რბილი გული აქვთ, მაღალი მოქნილობით გამოირჩევიან და საკუთარ ემოციებს ადვილად უმკლავდებიან. ასეთი ადამიანები უარყოფითს, სიძულვილს და ტკივილს არ ეჯაჭვებიან, ამ გრძნობების მშვიდად გადატანას ახერხებენ. საკუთარი თავის მოსმენა შეგიძლიათ. იცით, თუ რას ნიშნავს „არ განიკითხოთ და არ განიკითხებით“, ამიტომ თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა.


სიცილი

image

თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც იცის, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სიცილი მსოფლიოში ყველაზე დიდი სიამოვნებაა. იუმორის გრძნობით სახელგანთქმული ხართ. თბილი ენერგეტიკის წყალობით სხვებს თქვენთან ყოფნას მოსწონთ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და იცით, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მათ თავი დაცულად იგრძნონ. საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად არ უდგებით. ყველა ღირსება და ნაკლი გააზრებული გაქვთ. თქვენ ყველაზე ბნელი დღის განათებაც შეგიძლიათ. ასე გააგრძელეთ!


გულუხვობა

image

გულუხვობა თქვენი ბუნების ნაწილია. ბუნებით ალტრუისტი ხართ, რომელიც სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. ცხოვრების ბევრ სფეროში წარმატებას აღწევთ. სხვებში საუკეთესოს დანახვას ცდილობთ და ყველაფერს აკეთებთ, რომ მეგობრებს დაეხმაროთ. მტკიცე წარმოდგენა გაქვთ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო. მიუხედავად იმისა, რომ ის იდეალური არაა, დროს, ძალას და ფულს არ ზოგავთ, რომ ის უფრო უკეთესი გახადოთ. ყველაფერს სხვებისგან განსხვავებული კუთხიდან უყურებთ. ნამდვილი ლიდერის პოტენციალი გაქვთ, რადგან არ გაშინებთ დაიცვათ ის, რისიც გწამთ.


იმედი

image


თქვენ მათ შორის ხართ, ვისაც წარსულის უკან დატოვება შეუძლია. იმედი გაქვთ, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ოცნების ასრულებას შეძლებთ. ზოგჯერ გვირაბის დასასრულს სინათლის დანახვა გიჭირთ, მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. ამ გრძნობას ენდეთ. თქვენი ფარული სუპერძალა - მადლიერებაა. თუ იმის დაფასებას ისწავლით, რაც გაგაჩნიათ, ბედნიერება ორმაგად დაგიბრუნდებათ.


სიკეთე

image

უანგარო სიკეთის გამკეთლები უნდა დააფასოთ. თქვენ სწორედ ასეთი ადამიანი ხართ! დახმარების ხელს უწევთ მათ, ვინც არ უნდა გთხოვოს. ხშირად სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. დედამიწა სწორედ თქვენისთანა ადამიანების წყალობით ბრუნავს! სამწუხაროდ, სხვები ისე კარგად გექცევიან, როგორც თქვენ მათ. თუმცა, როცა ძალიან დაგჭირდებათ დახმარება, კეთილ სიტყვას თქვენი მისამართით აუცილებლად მოისმენთ! თქვენი ბუნების ერთგული იყავით!


გული

image

თქვენ გულის ხმით ცხოვრობთ. ძალიან გულწრფელი ადამიანი ხართ და მეგობრები ამას თქვენში აფასებენ. ნამდვილად სიყვარული შეგიძლიათ. ასევე ძალიან გულახდილი ადამიანი ხართ. თქვენს გვერდით ადამიანები თქვენს სიყვარულსა და ზრუნვას გრძნობენ. ზოგჯერ სტრესი გაწუხებთ, ერთსა და იმავეზე ბევრს ფიქრობთ და განიცდით. ასეთ დროს გულს მიენდეთ. სწორედ იქ ნანატრ სიმშვიდეს იპოვით.


დახმარება

image

თქვენ ვნებიანი ადამიანი ხართ, რომელსაც პირველ ადგილზე გულის ნება უყენია. მეგობრები ხშირად დახმარების სათხოვნელად გეძახიან. იმდენად ბევრს ეხმარებით, რომ ზოგჯერ ეს ენერგიას გაცლით. სხვებისთვის მფარველი ანგელოზი ხართ, რომელსაც ისინი დახმარების ან მხარდაჭერის მისაღებად მიმართავენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ!


თანაგრძნობა

image

თქვენ მშვენიერი ადამიანი ხართ, რომელიც ცდილობს მსოფლიოს ემსახუროს. თითოეულ ადამიანში ადამიანური ნაწილი შეგიძლიათ დაინახოთ და ცხოვრებას ყველა მიმართულებით აფასებთ. გესმით, თუ რას ნიშნავს შეიყვარო ადამიანი ისე, როგორც საკუთარი თავი. ყოველთვის იქ ჩნდებით, სადაც თქვენი დახმარება და თანაგრძნობა სჭირდებათ. თქვენი დაფასება ყველას არ შეუძლია. როცა გულის ხმას მიჰყვებით, რაღაც სასწაულები ხდება: როგორც თქვენთვის, ასევე თქვენს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. ყველა თავისას ხედავს: ტესტი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერზე სრულ სიმართლეს გეტყვით

image

2. აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თქვენი პიროვნების ძირითადი მახასიათებელი

image

3. ლოგიკური ამოცანა: რომელ სურათზეა ყველაზე ბედნიერი ოჯახი?

image

4. ტესტი: თქვენი პირველი მოქმედება განსაზღვრავს, თუ როგორი ადამიანი ხართ

image

5. ტესტი: აირჩიეთ ცხოველი და თქვენი პიროვნების ყველაზე ბნელ მხარეზე გიამბობთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

3
9193
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
9193
  
2021, 15 თებერვალი, 2:40
კარგია დზ
2019, 26 აპრილი, 1:52
იმედი
2019, 8 აპრილი, 18:58
მდა...სადაა ჩემი სიტყვის განმარტება?! :@ მე პირველი სიტყვა რომელიც თვალში მომხვდა იყო : ჭრა
0 1 3