x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გაიგეთ, როგორია თქვენი ოცნების სახლი ზოდიაქოს მიხედვით!
ვერძი(21 მარტი - 19 აპრილი) imageვერძისთვის ყველაზე შესაფერისი, სწორედ რომ პენტჰაუსია დიდ ქალაქში. შენ გინდა იყო ქალაქის შუაგულში, სადაც მოქმედება და დინამიკაა. რა თქმა უნდა, პენტჰაუსს აირჩევ, რათა ყველა მოვლენას თვალი კომფორტის ზონიდან ადევნო. შენ გიყვარს მუშაობა და ბრძანებების გაცემა, ამიტომ, ქალაქის ეპიცენტრში ყოფნა შენთვის იდეალურია. თანაც, იმ რთული შრომითა და თავდადებით, რომელიც ასე ძალიან გიყვარს, არ გაგიჭირდება პენტჰაუსს გაწვდე. შენ გენდომება ნათელი ფერები და სარკეები. გიყვარს თანამედროვე ხელოვნება. ასევე შენი სხეულის ფიგურა შენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად დაგჭირდება ფიტნესის კუთხე შენს აპარტამენტში და თუ მოიწყენ, შენი ზოდიაქო გირჩევს გადაადგილო ავეჯი, რათა დაიკმაყოფილი ცვლილებების ძლიერი სურვილი.



კურო(20 აპრილი-20 მაისი)

imageკურო, შენ თავს კარგად იგრძნობ დიდ რანჩოზე, პატარა ქალაქში. შენ გჭირდება დიდი სივრცე და სიახლოვე დედაბუნებასთან. შენ ერთგული და თავდაჯერებული ხარ, სწორედ ამიტომ გჭირდება კავშირი ბუნებასთან, რათა შენს ცხოვრებაში სტაბილურობა გქონდეს. შენ ყოველთვის გიჩნდება სიმშვიდის შეგრძნება, როცა ბუნებაში ხარ, ამიტომაც არის ლოგიკური შენთვის ბუნებაშივე ცხოვრება. როცა სახლის ინტერიერს ეხება საქმე, შენთვის მთავარია, თუ რამდენად ფუნქციური და კომფორტულია იგი. შენ არ გადარდებს, გექნება თუ არა ყველაზე ტრენდული და პოპულარული ნივთები, შენ უბრალოდ გჭირდება ნივთები რომლებიც თავიანთ დანიშნულებას შეასრულებენ. გიყვარს ბუნებრივი ხის ფერი, მომწვანო, ლურჯი და ყვითელი - ყველაფერი რაც ბუნებასთან ასოცირდება. სახლს გაავსებ მცენარეებით, რადგან შენი კავშირი გარემოსთან ძალიან ძლიერია. ასევე გენდომება დიდი სავახშმო მაგიდა ბევრი სკამით, მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაპატიჟებლად.


ტყუპები(21 მაისი-21 ივნისი)


imageვარსკვლავებთან გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ტყუპებისთვის საუკეთესო ადგილი კაბინაა. ახლა, სანამ საშინელებათა ფილმებზე გაიფიქრებ, დაგამშვიდებ და გეტყვი რომ ვგულისხმობთ საყვარელ და ლამაზ კოტეჯს, არა საზარელ და შეპყრობილ სახლს ტყეში. კაბინა შენთვის შესაფერისია, რადგან საუკეთესო გარემოა მეგობრების დასაპატიჟებლად და ვიქენდის გასატარებლად. ტყუპებს უყვარს კომუნიკაცია! თანაც, ეს შესაძლებლობას გაძლევს, თავისუფლად იშრომო და ივარჯიშო ხელობაში, როდესაც ნივთებს თავად შეაკეთებ. და რადგანაც გიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, შენი საკუთარი პატარა სივრცე შესაძლებლობას მოგცემს, ნებისმიერ დროს შეცვალო ინტერიერი და ავეჯი. რახან საუბარი ავეჯზე ჩამოვარდა, აქვე დავძენ, რომ შენ გიყვარს მსუბუქი და დაბალი ავეჯი, რათა წვეულების დროს საცეკვაო სივრცე გაათავისუფლო, ხოლო სამზარეულო აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.


კირჩხიბი(22 ივნისი-22 ივლისი)

imageვარსკვლავებმა იციან, რომ კირჩხიბს მოეწონება ტრადიციული ორსართულიანი სახლი გარეუბანში. შენ გიჟდები სახლში ყოფნაზე, ამიტომ შენი სახლი უნდა იყოს ძალიან კომფორტული. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც შეძლებ ფესვები გაიდგა და შექმნა ოჯახი. თუ შეგიძლია, წარმოიდგინო შენი თავი ორცხობილები ცხობის დროს, მაშინ ეს სახლი შენთვისაა. შენთვის სახლის დეკორირებაში მთავარია კომფორტის შექმნა შენი ოჯახისთვის. შენ გენდომება უზარმაზარი დივანი, რომელზეც შენ და შენი ბავშვები გემრიელად მოეწყობით ფილმის საყურებლად. ასევე გიყვარს თბილი ფერის ფარდები, ბალიშები და საჭირო მოწყობილობებით აღჭურვილი სამზარეულო. ეს არის შენთვის სრული ჰარმონია, როდესაც შენს ოჯახთან ერთად თბილ და კომფორტულ ბუდეს შექმნი.



ლომი(23 ივლისი-22 აგვისტო)

image

ლომისთვის მთავარია გამოჩენა. რომ შეგეძლოს, სასახლეში იცხოვრებდი, მაგრამ, რადგანაც სასახლე ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, შენთვის აუცილებელია გქონდეს სახლი, რომელსაც ხალხი შეამჩნევს. შენ გაგიხარდება, თუკი ხალხი, რომელიც შენს სახლს ჩაუვლის, შეანელებს, შენს სახლს დააკვირდება და იტყვის " ვაუ! ნეტა აქ ვინ ცხოვრობს?". შენ ყურადღება გიყვარს! ასევე თვალი გაგირბის ძვირადღირებულ ფუფუნებაზე. შენს სახლში ყველაფერი ძვირადღირებული უნდა იყოს და ამისთვის ფული არასდროს დაგენანება. ვფიქრობთ, გენდომება დიდი, მძიმე კარები, ძვირფასი ჭურჭელი, და სატინას ფარდები. შენ გირჩევნია მძიმე ავეჯი, რომელსაც ეტყობა, რომ მისი წონა ოქროს ფასი აქვს. ფაქტობრივად გინდა, დიდებულივით იცხოვრო, ან მაქსიმალურად მიუახლოვდე ამ ფანტაზიას.



ქალწული(23 აგვისტო-22 სექტემბერი)

imageზოგ ზოდიაქოს შესაძლოა, დიდებული სასახლე უნდა, თუმცა ეს შენ არ გეხება. პირიქით, შენი საოცნებო სახლი სულ სხვანაირია. ძალიან პატარი სახლი. შენთვის კარგია პატარა სახლი, რადგან ძალიან ორგანიზებული ხარ და გამოწვევები გიყვარს. შენ ძალიან გიყვარს მინიმალიზმი და თანაც პატარა სახლი საკმაოდ იაფია და შენთვის დამაკმაყოფილებელი. შენ გესმის ეკონომიკური კრიზისი და უზარმაზარი იჯარის გადახდის სურვილიც არ გაქვს. ამიტომაც არ გექნება პრობლემა, დაზოგო ფინანსები და იცხოვრო ისეთ სახლში, სადაც ყველაფერს თავისი კუთვნილი ადგილი ექნება.


სასწორი(23 სექტემბერი-23 ოქტომბერი)

imageსიმართლე რომ ვთქვათ, შენთვის მთავარი სახლი კიარა, აუზია! როგორც კი შეხედავ სახლს საკუთარი აუზით, მორჩა, უკვე თანახმა ხარ! რა მნიშვნელობა აქვს სახლი შიგნით როგორია? შენ და შენი მეგობრები მთელ დღეს გაატარებთ აუზზე, მოწრუპავთ კოქტეილებს და მოაწყობთ ბარბექიუს. შენ გიყვარს წვეულებების გამართვა და სხვების გაბედნიერება, რაც საკმაოდ მარტივია, როცა უკანა ეზოში აუზი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ აუზი შენთვის უმთავრესია, შენ მაინც გადარდებს, თუ რას შეიტან სახლში. მახვილი თვალი გაქვს ლამაზ ნივთებზე და მხოლოდ უმაღლეს ხარისხს ჯერდები. შენ კარგად გამოგდის ძველი და თანამედროვე გარემოს შერწყმა და შენი მეგობრებიც გიჟდებიან შენს სტილზე. ყველას ეგონება რომ დიზაინერი დაიქირავე, ამ დროს კი თავად ხარ საუკეთესო დიზაინერი.


მორიელი(24 ოქტომბერი-21 ნოემბერი)

imageშენთვის შესაფერისია უზარმაზარი სახლი. შენ ინტროვერტი ხარ და პირადი სივრცე გიყვარს, ასე რომ სტუმრებს აუცილებლად აუკრძალავ ზემო სართულზე ასვლას, რადგან ის მხოლოდ შენი პირადი ოაზისია. ეს იმის გამოა, რომ შენ შენი მისტიური მხარე გაქვს და ვერ ხედავ საჭიროებას, სხვამ იცოდეს როგორია შენი პირადი სივრცე, ან რას აკეთებ თავისუფალ დროს იქ. თუმცა, ქვემო სართულზე სიამოვნებით აჩვენებ შენს დეკორაციასა თუ ნივთებს, რომლებიც დროთა განმავლობაში, მოგზაურობებიდან შეაგროვე. შენ მოგწონს ის აზრი, რომ შენი სახლი იყოს რაღაც მისტიურთან ასოცირებული.


მშვილდოსანი(22 ნოემბერი-21 დეკემბერი)

imageმოძრავი სახლი შენთვის იდეალურია. შენ ყოველთვის მოძრაობ და ამიტომ გირჩევნია შენი სახლიც გამოგყვეს. ნუ ღელავ, ჩვენ არ ვგულისხმობთ იმ საცოდავ მოძრავ სახლებს, პარკინგზე რომ მიატოვებენ ხოლმე, არა! ვგულისხმობთ მაღალი ხარისხის ინტერიერს. თუმცა, შენ არ გადარდებს როგორ გამოიყურება შენი სახლი, უბრალოდ გინდა წაუძინო რთული დღის, ან თავგადასავლის შემდეგ. შენ გიყვარს მოგზაურობა, ასე რომ მოძრავი სახლი ნამდვილად გამოგადგება. შენ მეოცნებე ხარ და მოგწონს ის აზრი, რომ ყველასგან განსხვავებული სახლი გქონდეს. მოძრავი სახლი კი ნამდვილად იშვიათი სანახაობაა.


თხისრქა(22 დეკემბერი-19 იანვარი)

imageშენთვის მთავარი სიმშვიდის გრძნობაა. ამიტომაც, შენი საოცნებო სახლო მინიმალისტური სტილის აპარტამენტია. მოგწონს სუფთა ხაზები, სუფთა ავეჯი, ყოველგვარი ჭუჭყის გარეშე. დიდი სახლი ბევრი ოთახით, შენში სტრესს გამოიწვევდა. თუმცა მცირე აპარტამენტი, რომელშიც სისუფთავის დაცვა მარტივია, შენნაირი პრაქტიკოსი ადამიანისთვის საუკეთესოა. ყველაფერი, რასაც ფლობ, რაღაც ფუნქციის მატარებელია და ერთმანეთს ძალიან უხდება. დეკორაციისთვის ამჯობინებ მუქ, ნეიტრალურ ფერებს, არ გიყვარს მყვირალა ფერები. შენთვის სახლი ის ადგილია, სადაც დამღლელი და სტრესული დღის შემდეგ თავშესაფარს ჰპოვებ. სწორედ ამიტომ, უნდა იყოს ორგანიზებული, სუფთა და დამამშვიდებელი.



მერწყული(20 იანვარი-18 თებერვალი)

image

მერწყულისთვის მთავარია მომავლის პერპექტივა და თანამედროვეობა. რა თქმა უნდა, ყველაზე ტრენდული და თანამედროვე სახლი ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახლია. შენ მოგწონს ის აზრი, რომ შენი კედლები გესაუბრებიან, წყლის მოხმარება დისტანციურად არის გაკონტროლებული, ისევე როგორც ოთახის ტემპერატურა. სახლს თუ მზის პანელები არ ექნა, ეგ რა სახლია? შენ გიყვარს ყველა თანამედროვე და მულტიფუნქციური ტექნოლოგია, რაც კი არსებობს სახლისთვის. ისინი სრულად ერწყმიან შენს იდეალისტურ ხასიათს. შენ გიყვარს ბევრი და დიდი ფანჯრები, რადგან ისინი შენს სახლს მეტ სივრცესა და თავისუფლებას მატებენ.



თევზები(19 თებერვალი-20 მარტი)

imageშენთვის სახლი უნდა იყოს რეალობისგან თავის დასაღწევი საშუალება. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია იყო სიწყნარეში და შენს ინტროვერტულ მხარეს შანსი მისცე, ენერგია აღიდგინოს. შენ სიამოვნებას იღებ სიჩუმისგან და მარტო გატარებული დროით. ამიტომაც, შენთვის სრულყოფილი სახლი იქნება, კომფორტული კოტეჯი, სადმე, წყნარ უბანში. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუკი ეს კოტეჯი მდინარესთან ახლოსაა, რადგან თევზებს წყალთან ახლო კავშირი აქვს. ინტერიერი გენდომება, იყოს კომფორტული ავეჯით სავსე, რათა შენს სახლს ეტყობოდეს სითბო და სტუმართმოყვარეობა. გიყვარს ნეიტრანული ფერები, ფუმფულა ბალიშები და სქელი, რბილი ხალიჩა. გინდა გრძნობდე, თითქოს ყოველ ჯერზე, როცა სახლში შეხვალ, შენი სახლი გეხუტება. ასევე კარგი იქნება, გამონახო სივრცე შენი ჰობისთვის.

3
265
2-ს მოსწონს
ავტორი:საბა მახათაძე
საბა მახათაძე
265
  
2019, 9 აპრილი, 23:23
სამაგიეროდ, მე გადაადგილება შემიძლია))))
2019, 8 აპრილი, 15:06
ყველა არ ემთხვევა რა თქმა უნდა ^–^ მე კი მომწონს ჩემი და :D :D (მორიელი)
2019, 8 აპრილი, 9:25
რამდენიმე ზოდიაქოსი შემშურდა))) არ მინდა სახლი ბორბლებზე)))))
0 1 3