x
მეტი
  • 18.06.2019
  • სტატია:91293
  • ვიდეო:340871
  • სურათი:453234
სიყვარულის ზუსტი განმარტება (+ 3 რჩევა)

image


სულელმა პატარა კატამ იცის, რა არის სიყვარული:

სიყვარულია — იწვე მუდმივად მოძრავი საყვარელი არსების მოუხერხებელ, პრიალა მუხლებზე, იქიდან ჩამოცურდე რამდენიმე წუთში ერთხელ, მაგრამ არ გამოუშვა, დაჭრის შემდეგ, უკვე გაზრდილი ბრჭყალებით არ დაებღაუჭო... ყოველ ჯერზე იატაკზე დაეცე, ამოისუნთქო და ისევ მუხლებზე დაბრუნდე — და ასე, უსასრულოდ.

სიყვარული რა არის, იცის დიდმა, პრიალა და სულელმა ადამიანმაც:

სიყვარულია — იჯდე მოუხერხებელ პოზაში, ასწიო ზემოთ მუხლები, ფეხის წვერებით ოდნავ ეხებოდე იატაკს და რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაო, რომ პატარა სულელი კატა, რაც შეიძლება იშვიათად ჩამოცურდეს და დაენარცხოს იატაკზე... და სისულელით და სიყვარულით მოქსოვილ ამ საოცარ სამყაროში, უფრო მეტი სიჩუმე და სიმშვიდე იყოს.


***


და კატის გახსენებაზე... კიდევ ერთი, უფრო სწორად, სამი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, აზრი და რჩევა:


image


პატარა ფრინველი გამოსაზამთრებლად სამხრეთისკენ მიფრინავდა. ისე ციოდა, რომ გაიყინა და დიდ ველზე ჩამოვარდა. ვიდრე ის გაუნძრევლად იწვა, ძროხამ გაიარა და ზუსტად იმ ადგილზე მოისაქმა, სადაც გაყინული ფრინველი იყო. გათბა ჩიტუნა, იწვა ნაკელში და უეცრად მიხვდა, თუ რამ დაუბრუნა სიცოცხლე! ფრინველი ისე კარგად გრძნობდა თავს, რომ სიმღერა დაიწყო, რათა საკუთარი სიხარული გამოეხატა.

იმ ადგილთან ახლოს კატამ გაირბინა, ჩიტის ხმა შემოესმა და გადაწყვიტა გაეგო, რაში იყო საქმე. მან ხმის წყაროს მიაგნო, ამოთხარა ჩიტი სიბინძურიდან და შეჭამა.



მორალი:


I. თუ ვინმემ საქმე გაგიფუჭათ, ყოველთვის თქვენი მტერი არ არის.
II. ის ვინც, «ნაგვიდან» ამოგათრევთ, ყოველთვის მეგობარი არ არის.
III. როდესაც თავს კარგად გრძნობთ, თქვენთვისვე აჯობებს, თუ ჩუმად იქნებით და «ქვეყანას არ შეჰყრით».

imageimageimageimageimageimageimage







0
111
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0