x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამუკა გამყრელიძე რუსეთზე:წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება მხოლოდ გულის უქმად ფხანის და ნაცრის ქექვის ტოლფასია

image

პოლიტიკოსი და დიპლომატი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მამუკა გამყრელიძე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.



"ვიცი, ძალიან ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ უნდა ვთქვა. საერთოდ არ მაღიზიანებს რუსეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოში. მე მას როგორც მოცემულობას ისე ვუყურებ. ასეთია მათი დღის წესრიგი, რომელიც ჩვენი დღის წესრიგის სრულ წინააღმდეგობაში მოდის. ზოგიერთივით მე არ დავიწყებდი მათ ლანძღვას და გულში მჯიღების ბაგუნით და ბაქიბუქით არ შევეცდებოდი მათ დაკნინებას. ეს არაფრის მომტანია და ისევ ჩვენ გამოვჩნდებით ტრაბახებად. პირიქით, გავითვალისწინებდი მათ სამხედრო ძალასა და ინტელექტუალურ პოტენციალს და ამის მიხედვით ვიპოვიდი მათ სუსტ ადგილებს და იმ წერტილებს სადაც შეიძლება მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ მათ.
ზედმეტი ემოციები, წყევლა-კრულვა და ლანძღვა-გინება მხოლოდ გულის უქმად ფხანის და ნაცრის ქექვის ტოლფასია.
ბევრად უფრო მეზიზღება და მძულს ის ქართველები, რომლებიც ფიანდაზად ეგებიან გათავხედებულ რუსებს. რუსი მომხვდურია და მას უნდა ვებრძოლოთ გონიერად და ემოციების გარეშე. აი შიდა მტერი კი ამოსაშანთავია ძირფესვიანად !"-წერს გამყრელიძე.

image

1
177
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
0 1 1