x
image
ლანა92
"პოეზიასთან რომ მიხვიდე, ყოველდღიურობის პროზა უნდა მოგბეზრდეს" - ლევან ბრეგაძე პოეზიის დანიშნულების შესახებ

image

ლევან ბრეგაძე (1947) - თანამედროვე ლიტერატურათმცოდნე



="პოეზია უმცირესობისთვისაა, რადგან ეს უჩვეულო მოვლენაა".=

= "რატომ ან როდის მიდის ადამიანი ლექსთან? მაშინ, როდესაც ყოველდღიურობა ბეზრდება და რაღაც განსხვავებული, უჩვეულო სჭირდება".=

=პოეზიასთან რომ მიხვიდე, ყოველდღიურობის პროზა უნდა მოგბეზრდეს".=

="პოეზიას ლიტერატურის სხვა დარგებზე უკეთ შეუძლია, სულიერად გააფაქიზოს ადამიანი, განუვითაროს გრძნობიერი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, დახვეწოს და გაამშვენიეროს მისი შინაგანი სამყარო".=


1."საერთოდ, პოეზიას ყოველთვის ცოტა მკითხველი ჰყავდა და გასაგებია რატომაც. პროზისგან განსხვავებით, პოეზია უმცირესობისთვისაა, რადგან ეს უჩვეულო მოვლენაა.

ვინ ლაპარაკობს ყოველდღიურ ცხოვრებაში რითმებით? გასაკვირიც კი არის, ასეთ პირობით ტექსტს მკითხველი რომ ჰყავს. თუ გიფიქრიათ, რატომ ან როდის მიდის ადამიანი ლექსთან? მაშინ, როდესაც ყოველდღიურობა ბეზრდება და რაღაც განსხვავებული, უჩვეულო სჭირდება.

ეს ძალიან ჰგავს ტაძარში შესვლას. ჩვენი საცხოვრებელი ტაძარს რომ ჰგავდეს, კვირის ბოლოს წირვის მოსმენა აღარ მოგვინდებოდა. აქაც ანალოგიური ვითარებაა: პოეზიასთან რომ მიხვიდე, ყოველდღიურობის პროზა უნდა მოგბეზრდეს".

2."ისე კი, ნაირგვარი მკითხველი არსებობს. გენიოსები იმით გამოირჩევიან, რომ უთავბოლოდ კითხულობენ ყველაფერს. უმეტესობას პროზა ურჩევნია პოეზიას, უმცირესობას, პირიქით, პოეზია - პროზას (ესენი უბედნიერეს მკითველთა ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ, ვინაიდან პოეზიას ლიტერატურის სხვა დარგებზე უკეთ შეუძლია, სულიერად გააფაქიზოს ადამიანი, განუვითაროს გრძნობიერი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, დახვეწოს და გაამშვენიეროს მისი შინაგანი სამყარო)".

1
8
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
8
  
2019, 6 აპრილი, 18:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1