x
image
ელენე გუმა
"არავინ ითხოვს , ძეგლი დაუდგით ჩვენს შვილებსო, მათ საფლავის ლოდი სჭირდებათ, რომ დაემხონ და ტირილით გული იჯერონ!!!"
ჟურნალისტი ლელა თოლორდავა სოციალურ ქსელში მერიის ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმად 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეულ თბილისის ზოოპარკის ბინადარ ბეჰემოტ ბეგის თბილისში ძეგლს დაუდგამენ.


"ბეჰემოთის ძეგლი იმ ადგილზე, საიდანაც უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ ეს ბიჭები?!

არა მგონია ვინმეს სჭირდებოდეს შეხსენება, რა მოვლენაა ფოტოზე აღბეჭდილი. დიახ, ეს ის ცნობილი ბეჰემოტი ბეგია, 2015 წლის 13 ივნისის ავბედით ღამეს მოვარდნილმა ღვარცოფმა თბილისის ზოოპარკიდან გმირთა მოედანზე რომ “გაასეირნა"... მეორე დილით კი ლამის ნახევარი ქალაქი აწვებოდა და მის სახლში ( ზოოპარკში) დაბრუნებას ლამობდა.

თბილისის მერიას თბილისის მერია / Tbilisi City Hall გადაუწყვეტია ძეგლი დაუდგას ბეგის. რამეთუ 13 ივნისის ხსოვნას მიაგოს პატივი. პატივგება დასაფასებელია, რომ ერთი გარემოება არა.


ბატონო კახა!

თქვენ თუ იცით, 13 ივნისს უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭების, ბექა ბუთურიშვილის და სერგი კაპანაძის ცხედრების მოლოდინში რომ არიან მათი ნამდვილი ჭირისუფალნი?!

მე ერთ მათგანს ნინო თევდორაძე კარგად ვიცნობ, ის სერგი კაპანაძის გამზრდელი ბებოა და მისი ობოლი ბიჭის დაბრუნებას ევედრება ღმერთს. სიზმრად ექცა, მოლანდებად ექცა, უსაშველო ლოდინად ექცა თავისი სიმწრით გამოზრდილი ბიჭი. რა გზით არ ეძება, ვის აღარ მიმართა, რა ხავსს არ მოეკიდა საბრალო ქალი.

მეც ერთი ხავსთაგანი ვიყავი, იცოდა რა მეც 13 ივნისის სტიქიის მონაწილე ვიყავი, იცოდა, რომ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს სტიქიის ეპიცენტრში “ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში" მყოფი. მთხოვა, დავხმარებოდი თქვენთან შეხვედრაში. რამდენიმე პიროვნებას ვთხოვე თქვენამდე ხმის მოწვდენა. თქვენს პიარ სამსახურსაც შევხვდი, გავაცანი მდგომარეობა, მაგრამ ყური არცერთმა მათგანმა არ შეიბერტყა, რადგან ჩემი ნაამბობი დაუჯერებლად ჩათვალეს. აქ დაწვრილებით ვერ დავწერ ყველაფერს, მით უფრო ქალბატონი ნინოს ნებართვის გარეშე.

ბატონო Kakha Kaladze კახა კალაძე იცით რატომ ჰქონდა თქვენი იმედი ქალბატონ ნინოს?! იმიტომ, რომ თქვენს თავზე გაქვთ გადატანილი უდიდესი ტრაგედია, ერთადერთი ძმის მუხანათური მკვლელობა.

მას დღემდე ეიმედებით, სჯერა, რომ თუ თქვენამდე მოაღწევს სერგის ადგილსამყოფელს მიაგნებს, ან მკვდარს იპოვის ან ცოცხალს. თქვენ არ გესწავლებათ, რა შვებაა ეს ჭირისუფალისთვის.

ბეგის ძეგლის ამბავს რომ წავაწყდი, ახლა, სოციალურ ქსელში, გული შემეკუმშა, ნინოს ადგილზე წარმოვიდგინე თავი. თქვენ ხვდებით, რამხელა დაცინვაა მისთვის ბეჰემოტის ძეგლი იმ ადგილზე, საიდანაც გაუჩინარდა მისი შვილივით გაზრდილი სერგი?!

შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების გაუმართავი მუშაობის გამო, სტიქიას ზვარაკად შეეწირა ახალგაზრდების სიცოცხლე. არადა შესაძლებელი იყო მსხვერპლის თავიდან აცილება. ახლა ღია კარების მტვრევაა ამაზე ფიქრი.

სახელმწიფო ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს გაუჩინარებული ბიჭების მოსაძებნად.
არავინ ითხოვს, ძეგლი დაუდგით ჩვენს შვილებსო, მათ საფლავის ლოდი სჭირდებათ, რომ დაემხონ და ტირილით გული იჯერონ!!!

მეგობრებო, მივაწვდინოთ ხმა კალაძეს!

გააზიარეთ, გთხოვთ!!!"

image


2
2526
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2526
  
2019, 10 აპრილი, 10:17
ის ბეჰემოტიც ჭირს წაუღია და ყველა ის ცხოველი, რომელიც იმ დღეს დიღუპა, გაიგეთ? იმ დღეს მარიამი დადაიღუპა, ჩემი მარიამი... ინდირა , ლიზა,მალხაზი,გულიკო,გივი,ნანა,ჟანა,სვეტლანა,ლიანა, ნატა, ნუგზარი,ნინა, გურამი,კარპო,ზურაბი,სულიკო, ელიზბარი, ბექა, სერგო. ამათი სიცოცხლე შეეწირა ამ მთავრობის უნიათობას.
2019, 6 აპრილი, 18:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2