x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
5 რამ, რაც ფუმფულა ქალბატონებმა არასდროს არ უნდა ჩაიცვან
image


საბაზისო გარდერობი, რომელიც ძირითადად იმ სამოსისგან იქნება შემდგარი, რომელიც თქვენი სხეულის ღირსებებს ხაზს გაუსვამს, ერთმანეთს შესანიშნავად შეავსებს და თქვენს გარეგნობას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობასა და განსაკუთრებულობას შემატებს - სულაც არ არის უტოპია, არამედ სრულებით რეალურია. ამისთვის კი საჭიროა გამოყოთ ერთი დღე და საკუთარ თავს ერთგვარი "მოდური განაჩენი" მოუწყოთ. შეარჩიეთ, შეუხამეთ, მოირგეთ თითოეული სამოსი, საკუთარი გემოვნებით შექმენით ე.წ. "ლუქები" და შეაფასეთ რამდენად კარგად გამოიყურებით, თუკი რომელიმე მათგანზე სულ პატარა ეჭვიც კი გაგიჩნდებათ მას დაუნანებლად დაემშვიდობეთ.



image


გახსოვდეთ, ცვლილებები ახალი სტილის ძებნის პროცესში, პირველ რიგში, იმ უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებით იწყება, რომელიც თქვენს სხეულს ნაკლებ მომხიბვლელობასა და სექსუალურობას სძენს.


შორტები

image


ექსტრემალურად მოკლე და გამომწვევი შორტები სამუდამოდ დაივიწყეთ. ისინი იდეალური მხოლოდ ზღვის სანაპიროზეა, ისიც იშვიათ შემთხვევებში, ხოლო ქალაქის ქუჩებში მათი ჩაცმა არა მხოლოდ სრული გოგონებისთვის, არამედ სუსტი აღნაგობის ქალბატონებისთვისაც კი ვულგარულად ითვლება. "პლუს - ზომის" გოგონებმა მინი სიგრძეზე უმჯობესია თავი შეიკავონ. თქვენი პარამეტრებისთვის იდეალური მაღალ ქუსლებთან ერთად მუხლამდე შორტია, ხოლო 2019 წლის მთავარი ტრენდი - ე.წ ველოსიპედის შორტები ან რეტროს სტილის მაღალწელიანი შორტები თეძომდე თქვენს გარდერობში უბრალოდ არ უნდა იყოს.


image


ვიწრო შარვლები

image


ალბათ არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ნებისმიერი მოტკეცილი სამოსი ზედმეტ კილოგრამებს კიდევ უფრო ხაზს უსვამს, ხოლო ე.წ. "სქინი" ჯინსი აკრძალული სამოსის სიაში საერთოდ პირველია. თუკი არ გსურთ აქცენტი თქვენს სრულ თეძოებსა და ულამაზო ფეხის ფორმაზე გააკეთოთ, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ვიწრო, მოქარგულ ან აპლიკაციებით გაწყობილ ჯინსებზე და არჩევანი ფართო, სწორი სილუეტის შარვლებზე შეაჩეროთ.



image


რუშებიანი კაბები


image


ნებისმიერი მოცულობითი დეტალი ისედაც სრულ ფორმებს, კიდევ უფრო მეტ, უსარგებლო, ზედმეტ სანტიმეტრს მატებს, ასე რომ დაივიწყეთ ორნამენტებიანი რუშები, გადატვირთული ნაკეცებიანი და ბასკას (ბასკა - ქსოვილის ფართო ზოლი მიკერებული ქამარზე) სტილის სამოსი. თითოეული ეს დეტალი თქვენს სილუეტს მიმზიდველობას ნაკლებად შემატებს. უმჯობესია, თუკი დროულად შეელევით თქვენს საყვარელ კორსაჟიან, გოფრირებულ კაბებს და მათ v -ს ჭრილის კაბა - ხალათით ჩაანაცვლებთ.


image


დიდი ზომის სამოსი



image


სრული ქალბატონების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მადისაღმძვრელ ფორმებს დიდი ზომის სამოსში მალავენ. უფორმო, 5 ზომით დიდი, თავისუფალი სტილის ტუნიკა ან სპორტული სვიტერი ე.წ. "ჰუდი" - არის ის სამოსი, რომელსაც ლამაზი და თავდაჯერებული ქალბატონის გარდერობში ადგილი არ მოეძებნება. საჭირო ზომის სამოსის შერჩევა - ეს უკვე წარმატების საწინდარია. რაც შეეხება "ოვერსაიზ" სილუეტს, ის არ გეკრძალებათ. უბრალოდ მსგავსი სტილის შერჩევისას აუცილებელია გარკვეული ზომების დაცვა და სწორი აქსესუარების შერჩევა. მაგალითად, თავისუფალი სტილის თხელი, სვიტერი შეგიძლიათ დახვეწილი, წვრილი ქამრით გაახალისოთ - ამ პატარა ხრიკის მეშვეობით, მერწმუნეთ, თქვენი სხეული უფორმო ნამდვილად აღარ გამოჩნდება.


image



ღრმად დეკოლტირებული ტოპი


image


ფუმფულა ქალბატონებს შეუძლიათ თავიანთი ლამაზი მკერდით იამაყონ, რომელთა უმრავლესობასაც საკუთარი ბუნებრივი "სიმდიდრის" დემონსტრირება საკმაოდ აგრესიული ფორმით ხიბლავს. თქვენ არავინ გიკრძალავთ დეკოლტირებული ტოპებისა თუ კაბების ჩაცმას, ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ ლამაზად და სექსუალურადაც კი გამოიყურება, თუმცა სჯობს ღრმად დეკოლტირებული სამოსი გვერდზე გადადოთ, ის თქვენ უფრო გამხდარსა და მიმზიდველს ნამდვილად არ გამოგაჩენთ. ღრმად ამოღებული დეკოლტე შეიძლება მოულოდნელი მოდური მარცხის მიზეზიც კი გახდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ რომ თეთრეული შეუმჩნეველი, ხოლო მკერდი თავის "კანონიერ" ადგილზე დარჩეს - ამ შემთხვევაში კი წარმატება ნამდვილად გარანტირებული გექნებათ.


image











0
253
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
253