x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნატო რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს აგრესიის შემთხვევაში- აცხადებს პოლონელი გენერალი
image
ნატო ბირთვულ დარტყმას განახორციელებს რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ მოსკოვის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში, იუწყება DEITA.RU.
ასეთი განცხადება გაკეთა პოლონელმა გენერალმა ვლადიმერ სკშიპჩაკმა. სამხედრო გენერალის აზრით, პოლონეთი საკუთარი ტერიტორიას დახმარების გარეშე ვერ დაიცავს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ამ განცხადებაზე აღნიშნეს, რომ რუსეთი იყო და იქნება მშვიდობისმყოფელი, ამიტომ არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას. ხოლო, ამერიკა გასული საუკუნის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემჩნეული სხვადასხვა აგრესიულ ქმედებებში. სწორედ შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური აფეთქებები.
სახელმწიფო სათათბირო კომიტეტის პირველი თავმჯდომარის აზრით, გასაკვირი არ არის, პოლონეთის წარმომადგენლები ასეთ დაუფიქრებელ სიტყვებს რომ მიმართავენ. დიდი ხნის განმავლობაში, ვარშავა და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის საქმეში ავანგარდში მოქმედებდნენ.
სწორედ ეს ქვეყნები პოლონეთის ხელმძღვანელობით, ისვრიან ტალახს რუსეთის მიმართულებით. - დასძინა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის პირველმა თავმჯდომარემ.
0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0