x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ელექტრონიკა-302"- 70-80-იანი წლების ახალგაზრდობის №1 გასართობი
image

ნოსტალგიური ჩანახატი:გასული საუკუნის 80-იანი წლები ზაფხული, სოფლის ბირჟა, საღამოობით ახალგაზრდები იკრიბებებიან, საუბრობენ, ლაზღანდარობენ და თამაშობენ თუნცაც "ამის პატრონმა რა ქნას" და იქვე რომელიმეს გამოტანილი აქვს კომპაქტური კასეტიანი მაგნიტოფონი "ელექტონიკა-302", -გასული საუკუნის 70-იანი 80-იანი წლების პირველი ნახევარის ყველაზე პოპულარული მუსიკალური აპარატი...კასეტიდან ისმის 75-ის "თუ კი გესიზმრები" ან ვთქვათ ადრიანო ჩელენტანოს " სუზანა"..


ელექტრონიკა 302-ს 1974 წლიდან ერთბაშად სამი ქარხანა უშვებდა:კიშინიოვის(მოლდავეთი) ზელინოგრადის და სტავროპოლის(რუსეთი), ღირდა 144 მანეთი.იწონიდა 3, 5 კილოგრამს, დენის ალტერნატიული წყარო იყო 6 ცალი ელემენტი А-373, რომელიც სამ საათში უკვე "ჯდებოდა".მაგნიტოფონს ყველაზე ხშირად უფუჭდებიდა ხმის რეგულატორი.

imageimage


ცოტა მოგვიანებით გამოვიდა "ელექტორნიკა"-322, მაგნიტოფონში იდებოდა 7 ელემენტი 343(1, 5 ვ.), იწონიდა 3, 7 კილოგრამს.შეგეძლოთ რა თქმა უნდა უცხოური ელემენტებიც ჩაგედოთ(თუ იშოვიდით)და შედარებით უფრო დიდხანს დაუკრავდა.ამის გარდა მაგნიტოფონს მოყვებოდა კიდევ ერთი დენის წყარო -საკმაოდ გრძელი კაბელი, რომელიც ავტომობილის სანთებელაზე ერთდებოდა.

image

image

0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0