x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძინა იაპონიამ სსრკ-დან უზარმაზარი რაოდენობით გატეხილი მინის ბოთლი?
საბჭოთა კავშირის დროს ასეთი ლეგენდა დადიოდა, რომ იაპონიამ სსრკ-ს დიდი რაოდენობით, წარმოუდგენელი რაოდენობის მინის მიყიდვა სთხოვა.

საბჭოთა კავშირი დათანხმდა და ძალიან მალე ტვირთი იაპონიაში ჩაიტანეს. თუმცა ამომავალი მზის ქვეყანაში ტვირთი მოვიდა თუ არა, იაპონელებმა მინის ბოთლები ზღვაში გადაყარეს.


image

ვისაც ეს ისტორია მოსმენილი ჰქონდა, დიდი ხანი აწუხებდა კითხვა: რატომ დასჭირდათ იაპონელებს გატეხილი მინის ბოთლების ყიდვა და შემდეგ გადაგდება? ამ ყველაფერის წარმოდგენა პრაქტიკულ იაპონელებზე იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ ამ მოვლენების რეალობაში ეჭვი ეპარებოდათ.



image

არადა, ეს სიმართლე იყო! იაპონიამ სსრკ-დან ნამდვილად დიდი რაოდენობით მინის ბოთლები შეიძინა, ამასთან სულ რაღაც თეთრებად! და ბოთლები ნამდვილად ზღვაში გადააგდეს, რადგან ის არც სჭირდებოდათ. ასეთი რაოდენობით არასაჭირო ნივთის მოშორება ნამდვილად კარგი ვარიანტი იყო.

მაგრამ იაპონელებმა ხომ გართობის მიზნით არ იყიდეს ამდენი მინა, რომ ზღვაში გადაეგდოთ? მაშინ რატომ? რა იყო მათთვის მომგებიანი? ამაზე პასუხს დიდხანს ეძებდნენ.

რა თქმა უნდა, იაპონელებს აინტერესებდათ არა მინის ბოთლები, არამედ ხის ტარა, რომლითაც ეს საქონელი შეფუთული იყო. საბჭოთა კავშირის დროს ყუთებს ძალიან ხარისხიანი ხისგან, კედარისგან ამზადებდნენ! ახლა ეს ნამდვილი გამფლანგველობაა და წარმოდგენაც რთულია.


image

იაპონიას მაშინ არც თუ ისე კარგი დრო ჰქონდა, ამიტომ ხარისხიანი ხის შეძენის შესაძლებლობა არ ჰქონდა. თავად იაპონიას ტყე არ ჰქონდა, რომელსაც ხის მასალის მისაღებად გამოიყენებდნენ. სამაგიეროდ საბჭოთა კავშირს ამ რესურსის შეუზღუდავი რაოდენობა ჰქონდა. და ყოჩაღმა იაპონელებმა ამით ისარგებლეს.

ტვირთის მიღებისთანავე ყუთები გადააწყვეს და ავეჯის დასამზადებლად გამოიყენეს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. იაპონელების ცხოვრების 15 პრინციპი, რომლებიც ჰარმონიის მოპოვებაში დაგეხმარებათ

image

2. 20+ უცნაურობა სამხრეთ კორეადან, რომელთა დანერგვას ჩვენს ქვეყანაშიც მოისურვებთ

image

3. 15 ფაქტი ჩინეთის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ

image

4. 7 პროდუქტი ჩინეთიდან, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

image

5. უფრო მკაცრი, ვიდრე სამხედრო საჰაერო ძალებში: აი, რატომ ვერ გახდებით ვერასდროს ჩინელი სტიუარდი

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

1
5477
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
5477
  
2019, 6 აპრილი, 18:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1