x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
"წინ გადავეღობე და რუმინელს ვუბნები ინგლისურად: ''აი ემ ანთიმ ივერიანო,ფოქიუ მადა'' და ხელი ვკარი."

მამა ანზთიმოზი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას ყვებამ, რომელიც რამდენიმე წლის წინ თავად მას გადახდა.


"ბოლო დროს ცოტა შეგაშინეთ და ჩემი ცხოვრების კურიოზებზე გადავალ, რომლებიც საკმაოდ იყო.


მე და სანდრო ჩივაძე მიშა მესხის სტადიონზე ვიპში ვართ.
Iberia(Georgia)-19-??? არ მახსოვს.თამაშამდე ვიპში რა გინდა სულო და გულო. ყველაფერი უფასოა და ვიღაცეებთან(სანდრო არ სვამს) ერთი ბოთლი კონიაკი დავლიე.ჩვენმა ახლობლებმა ირაკლი ხელაიამ(მაშინ გამგებელი არ იყო), კოკომ და ბუბლიკამ ზაზა ფაჩულია მოაბრძანეს. ზაზას სუფრიდან ვიცნობდი და ირაკლის ვაცნობ, ბიჭებმა სიცილი ატეხეს.მივხვდი რომ რამსები ამერია და სიმთვრალეს დავაბრალე. ეს პირველი კურიოზი.თამაში მიდის და რუმინელი მსაჯი აშკარად ვჩაგრავს. საბჭოთა კავშირში რუსები გვჩაგრავდნენ, ახლა ევროპაში ევროპელი მსაჯები. ლუკა ზარანდიასთან ვმეგობრობდი და ეს ჩვენი ლუკა რუმინელმა მსაჯმა ისე გაამწარა, რომ ბურთი მსაჯს ესროლა. წითელი. ახლა მე გავმწარდი. სამი წუთია დარჩენილი, სანამ გასახდელში ჩავედი თამაშიც დამთავრდა. ბიჭები უნდა დავაწყნარო-მეთქი და შემიშვეს.შემოსილი ვარ, არქიმანდრიტის ჯვრით და ვხედავ მსაჯები შემოდიან. წინ გადავეღობე და რუმინელს ვუბნები ინგლისურად:''აი ემ ანთიმ ივერიანო, ფოქიუ მადა'' და ხელი ვკარი. გენახათ მისი შეშინებული და გაოცებული თვალები, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება, რუმინეთში ანთიმ ივერიანუ ლამის ღმერთია.
ატყდა ერთი ამბავი. რომ დაწეროს პროტოკოლში ფედერაციას 50000 ათასი ჯარიმა არ აცდება. ზვიად სიჭინავაა პრეზიდენტი. რუმინელს უკითხავს მართლა არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელიაო? იეს, იეს არისო. ჯარიმა რო დავწერო რუმინეთში ანთიმ ივერიანუს მეშინიაო და გადავრჩით.
არა, ჩემი დალევა არ შეიძლება, მაგრა ვუბერავ.
Tomazino"



image

2
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
364
  
2019, 6 აპრილი, 1:27
ნუ დაგავიწყდება, რომ თვალებში ერი და ბერი, სულში კი ღმერთი და ანგელოსები, მუდამ გიყურებენ.........თორემ
დალევ?

დავლევ აბა რას ვიზავ, გამწარებულ გულზე შხამსაც დავლევ სიამოვნებით.....
2019, 6 აპრილი, 1:24
რატომ უბერავ? რადგან სიმართლე უთხარი რუმინელს, ოღონდ ცოტა ნასვამმა ?
მაგრამ მორიდებით მაინც ვიკითხავ, მამაო ანთიმოზ! სასულიერო პირის სპირტიანი სასმელის დალევა, თან დათრობა, თუ შეიძლება ? ? ?
0 1 2