x
image
alex999
Mediator image
კანის ფერის გამო ისინი გააკრიტიკეს, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე "კაშკაშა" მოდელებს

ამ სამყაროში ყველა უნიკალურია. ყველას გაგვაჩნია განსაკუთრებული შეხედულება, ვიზუალი და კანის ფერი, თუმცა ჩვენი სტატიის გმირები უიშვიათესები არიან. ალბათ საკუთარი კანის ფერის საშუალებით გახდნენ ასეთი კაშკაშა ვარსკვალვები. არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ ამ ეტაპამდე მოსვლამდე მათ ურთულესი პერიოდი გაიარეს. მოკლედ, წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე კაშკაშა მოდელებს:


image










- ნასტია ნისკოვა

image


ჩამონათვალში ლიდერობს რუსი მოდელი - ნასტია ნისკოვა, რომელიც 1996 წელს დაიბადა. მან დაამსხვრია ყველა სტერეოტიპი და გახდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ალბინოსი მოდელი. გოგონა საკმაოდ ფოტოგენურია, რაც კარიერულ წინსვლაში დაეხმარა... ნასტია ასევე ბლოგერია.





- იკია ფენიქსი

image


მუქი ფერის ამერიკელი მოდელი გამოირჩევა განსაკუთრებული თმით და ჭორფლებით, რომელიც მთელ სხეულზე აქვს თითქმის. გოგონას სილამაზე სამოდელო სააგნეტოს თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა მაშინ, როდესაც ფენიქსი პატარა კაფეში ყავას მიირთმევდა. ამ დღის შემდეგ იგი უამრავი ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.





- ხუდია დიოპი

image


მუქი ფერის კანის გამო მან მოზარდობაში ბევრი სირთულე გადაიტანა. დიოპი სენეგალში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა სამოდელო კარიერას, რომელიც 17 წლიდან დაიწყო, საფრანგეთში აგრძელებს. ინსტაგრამის ანგარიშზე მას 235 000 გამომწერი ჰყავს.





- კონი ჩიუ


image


გამომდინარე იქიდან, რომ ჩიუ არის ალბინოსი, ბევრმა მეგობარმა მიატოვა. დეპრესიით და სტრესით შეწუხებულმა გოგონამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ჰონგ-კონგიდან შვედეთში გადაინაცვლა, სადაც 24 წლის ასაკში მოულოდნელად სამოდელო კარიერა დაიწყო. გარდა ამისა, ნიჭიერი ალბინოსი ჯაზსაც უკრავს.





- ვინი ჰარლოუ

image


გოგონა 4 წლის ასაკიდან სერიოზულ კანის დაავადებას ებრძვის, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტს უკვე შეეგუა. სკოლის პერიოდში ურთულესი იყო, ხშირად ხდებოდა დამცირების მსხვერპლი თანატოლებისგან. ინსტაგრამზე განთავსებული ფოტოების შემდეგ მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ის დღეს ერთ-ერთი ცნობილი სუპერმოდელია.





- ავა კლარკი

image


ჯერ მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ მას თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს. კაშკაშა მწვანე თვალებით, კულულა თმით და ულამაზესი სახით ალბინოსი მოდელი ჟურნალების გარეკანზე ხშირად ხვდება. ექიმების დასკვნით, გოგონა აქამდე უსინთლო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბედნიეროდ ავა ყველაფერს ისევე ხედავს, როგორც ჩვენ!





- დაკი დოტი

image


სუდანელი გოგონა 21 წლისაა და ის შესანიშნავად გამოიყურება. მას ხშირად "შავ ბარბის" ეძახიან. სუდანში დამცირებული გოგონა, ავსტრალიაში ნამდვილი სუპერმოდელი გახდა, მას ინსტაგრამის ანგარიშზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!























<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



გინესის რეკორდებში შესული 5 ცხოველი

image




გოგონამ ოჯახისგან მკერდის გადიდების ოპერაცია მოითხოვა... გაინტერესებთ მისი ასაკი?

image




სასწაული წარმოიდგინეთ: მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მოსემ წითელი ზღვა ორად გაყო!

image




გამსახურდიას მომხრეებო! ეს ჯაშუში ქალია თქვენი რჩეული? ნუ ჩააფურთხებთ სულში ზვიადის!!!

image




როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები წყალქვეშა ხომალდში? - საინტერესო ფაქტები

image




შემოქმედებითი გამოგონებები: 6 სისტემა, რომელიც წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად გამოიგონეს

image




ერთადერთი ტომი, სადაც ცივილიზაცია ვერასდროს ჩააღწევს!

image





1
2042
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2042
  
0 1 1