x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სკოლის დამამთავრებელი(''კატის'') გამოცდები დიდი ალბათობით, შესაძლოა აღარ გაუქმდეს!
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტი, რომელიც დღეს მესამე მოსმენით ჩავარდა, ახლო მომავალში განმეორებით კენჭისყრაზე გავა.


კანონპროექტი საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ ჩ ა ვ ა რ დ ა! - რას ნიშნავს ეს?

image

“წარდგენილი კანონპროექტი ნიშნავს, რომ 8 კატის გამოცდა, ანუ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები უნდა გაუქმდეს. პარლამენტმა პირველ-მეორე მოსმენაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და დადებითად შეაფასა ეს ინიციატივა. ახლა დაველოდებით მესამე მოსმენას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ




შეკითხვაზე, მესამე მოსმენით ხომ ჩავარდა კანონპროექტი და აქვთ თუ არა გარანტირებული მე-12 კლასელებს, რომ წელს არ ჩააბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს, ნათია ზედგინიძემ განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტი განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.



“უახლოეს მომავალში ველოდებით განმეორებით მესამე კენჭისყრას. რეგლამენტით შესაძლებელია, რომ ის განმეორებით ჩატარდეს. უახლეს მომავალში პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ნათია ზედგინიძემ.


----------------------------------------------------------------------

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დადგეს.



კახიანი ვერ აკონკრეტებს, კანონპროექტის ჩაგდების მიზეზი რა გახდა.

„ჩავარდნის მიზეზს ვერ ვეტყვით. მხარდამჭერების შესაბამისი რაოდენობა ვერ მოგროვდა, ამიტომ რეგლამენტის პროცედურებს უნდა გავყვეთ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინიციატორს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში განმეორებით დააყენოს აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრაზე. ეს იმიტომ, რომ მესამე მოსმენამდე კანონპროექტი განსახილველად იყო მისული. არ გამოვრიცხავ, დღესვე დადგეს განმეორებით კენჭისყრაზე. თუ დღესვე ვერ მოხდება, მაშინ ორი კვირის შემდეგ, როცა პლენარული სხდომების კვირა იქნება. ვისაც ხმის მიცემა უნდოდა და ვერ მისცეს, მიზეზი თავად უნდა დაასახელონ. ყურადღებით ვუსმენდი და ვიცოდი, კენჭისყრა რა კანონპროექტზე იყო და ხმა მივეცი, მაგრამ სხვა დეპუტატებმა რა მიზეზით ვერ მისცეს, მათ უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა კახიანმა.


-

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩავარდა. დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.


-

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.



0
110
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0