x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნახევარზე საქართველოზე მეტს ემიგრაციაში, მუხლჩაუხრელი შრომით მომუშავე ხალხი ინახავს...
image
საქართველო შვიდი წლის წინ დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა, აღსანიშნავია, რომ დღემდე ყველა შეჯიბრზე საქართველოს დროშითა და სახელით მონაწილეობს.
მერაბი
• სპორტრის რომელ სახეობას მიჰყვები?
- სპორტის სახეობას, რომელსაც მივყვები : mma ანუ mixed martial arts ჰქვია. საქართველოში ბრძოლა წესების გარეშეს ეძახიან, მაგრამ ეს არასწორი სახელია და მას შერეული ორთაბრძოლები ეწოდება.
მერაბი
• შეჯიბრებებზე საქართველოს წარმოადგენ?
- რა თქმა უნდა, ყველა შეჯიბრებაზე საქართველოს წარმოვადგენ და საქართველოს სახელით გამოვდივარ მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სპორტის ფედერაციიდან ან სპორტის სამინისტროდან დაფინანსებული არ ვყოფილვარ. არც საინფორმაციო მხარდაჭერა მაქვს რომელიმე ფედერაციიდან. მე პროფესიონალებში გამოვდივარ და ეს ჩემი ნებაა, საქართველოს სახელით გამოვალ თუ ამერიკის და შვიდი წელია ამერიკაში ვარ და ყოველთვის საქართველოს დროშით გამოვდივარ ორთაბძოლაზე.
მერაბი
• ჯილდო, რომელმაც შეცვალა შენი კარიერა..
- ასე ერთ ჯილდოს ან გამარჯობას არ შეუცვლია ჩემი კარიერა. კიდევ ვიტყვი, რომ ეს პროფესიონალური სპორტია და არ არის სამოყვარულო სპორტი, სადაც ერთ იღბლიან დღეს შეიძლება გახდე მსოფლიოს ჩემპიონი და მერე შეგიძლია თავი დაანებო, უფრო მეტი რაღა უნდა მოიგო. აქ ყველა გამოსვლა და გამარჯვება წინაზე წარმატებულია იმიტომ, რომ შენ რეიტინგში წინ გადადიხარ და უფრო ბევრი ხალხი გიცნობს.
მერაბი
• რა არის საჭირო იმისათვის რომ გახდე წარმატებული სპორტსმენი?
- მიზანი, შრომა, დისციპლინა და იღბალი; უარი უნდა თქვა ბევრ რამეზე... მაგალითად: კარგ სმა-ჭამაზე, ალკოჰოლზე და ღამის თევაზე .
• მოგვიყევი შენს ოჯახზე.
- ჩემი ოჯახიდან ყველა საქართველოშია. მშობლები, ორი უფროსი ძმა, რომლებიც დაოჯახებულები არიან. შვიდი წელია რაც ემიგრაციაში ვარ, ამ პერიოდში ჩემი ერთი ძმა დაოჯახდა და ორი შვილი შეეძინა. არც რძალს და არც ძმისშვილებს არ ვიცნობდი, წინა ზაფხულს ვიყავი ექვსი წლის მერე და დიდი სიხარული იყო. ძირითადად დროს ჩემს ოჯახთან ვატარებდი.
მერაბი
• საქართველოში დაბრუნდები?
- დავბრუნდები და მგონია არც დამიტოვებია, რადგან ისევ საქართველოს ცხოვრებით ვცხოვრობ და საქართველოთი ვამაყობ, მიხარია, რომ ქართველი ვარ. გული ძალიან მწყდება, რომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს უზომოდ უჭირს და ბევრს ჰგონია, რომ რომელიმე მთავრობა მათ დაეხმარება. სინამდვილეში ნახევარზე მეტ საქართველოს ემიგრაციაში მუხლჩაუხრელად მომუშავე ხალხი ინახავს...
• სპორტის მაგ სახეობას საქართველოში რატომ არ გაჰყევი, არ გქონდა საჭირო პირობები?
- საქართველოში სპორტის ამ სახეობაში დაბალი დონის შეჯიბრებები ტარდება; პროფესიონალური შეჯიბრება თითქმის არ ტარდება.
მერაბი
• რა არის სპორტსმენისთვის ყველაზე ღირებული?
- ჩემთვის და ალბათ ყველა პროფესიონალი სპორტსმენისათვის ღირებულია სამშობლო და ოჯახი, შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი მოდის. პროფესიონალური სპორტი მშრომელი ადამიანების დაფასებას და პატივისცემას გვასწავლის.
ავტორი: გურამი არუთინაშვილი
1
352
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
352
  
2019, 7 აპრილი, 13:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1