x
იბერიული ეგვიპტე
იბერიელებს შეჰქონდათ ცოდნა-განათლება სხვადასხვა ხალხებში (ეს მათი მისიაა), რაც ნათლად ჩანს მითოლოგიაში - “თოთი“ და “ოსირისი“ ეგვიპტეში, “პრომეთე“ - საბერძნეთში, ლეგენდარული მზისშვილი, აია-კოლხეთის მეფე აიეტი, მისი დები (მედეას მამიდები), მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის დედა-დედოფლები, ქალიფსო (კალიფსო) - ანუ “ქალი ფსოუდან’’ მოიხსენიება, როგორც ქალღმერთთა ღმერთი, რომელიც ფლობდა კუნძულ ოგიგიას ხმელთაშუა ზღვის დასავლეთში! (კორსიკა) ფაცია (ფასიფეა) -- მინოსის მეუღლე და კრეტას დედოფალი, რომლის შვილიც იყო ლეგენდარული არიადნა!

ცირა (ცირცეა) - კუნძულ ეას (აიას)(სიცილია) ოქროსფერთმიანი დედოფალი, რომელიც თითქმის ყველა ევროპელი ხალხის მითიურ დედად ითვლება! ცირა ითვლება იტალიის პირველი მეფის ავსონის დედად, ასევე დედად იტალიისა, რომლის სახელითაც აპენინის ნახევარკუნძულს დღეს მთელი მსოფლიო “იტალიას’’ უწოდებს.

პერსი -- აიეტის ძმა, ტავრიელების მეფეა, დღევანდელი ყირიმის ნახ. კუნძული და ა.შ.


უძველესი წყაროებიდან ცნობილია, რომ ეგვიპტის ორი უდიდესი ღვთაება თოთი და ოსირისი არ არის ადგილობრივი, ისინი კავკასიიდან უნდა იყნენ შესულნი და ეგვიპტელებს ასწავლეს წერა-კითხვა, მიწათმოქმედება, მადნეულის მოპოვება და ა.შ., ანუ აზიარეს კულტურასა და ცივილიზაციას. ჩვენ გვხვდება თოთის მწვერვალი კავკასიონზე (სვანეთი), თოთის უღელტეხილი და სოფელი თოთი ყაზბეგის რაიონში.


image


პოეტ კობა არაბულის შესანიშნავ ჟურნალში (“მითი და ტრადიცია” წიგნი III), თავმოყრილია უამრავი უნიკალური მასალა იბერიული მოდგმის შესახებ, მაგალითად ის, რომ შუმერის, იგივე ენგურის სახელმწიფოში უყვარდათ “ხორუმის” ცეკვა, უკრავდნენ ქნარზე- 12 ხმოვან ფანდურზე, რომ კოსმოსური ხომალდი “ვოიაჯერი” ყოველ თხუთმეტ წუთში გადასცემს შუმერულად რამდენიმე ფრაზას-მისალმებას და ქართულ სიმღერას “ჩაკრულო“ .

https://www.youtube.com/watch?v=m7eWkcT7P-c chakrulo-cosmosshi.flv

ივანოვი

თუ, როგორ გავრცელდა ქართულ-შუმერული ღვთაება “ათენა” ქიმეთში (ეგვიპტეში) ქართუსა და მითანის ქვეყნებიდან ამენხოტეპ 3-ის დროს, მან დაირქვა სახელი ენქიათენა, მისმა მეუღლემ ნეფერტიტი-ათენა, შვილებს კი უწოდეს თუთა-ანქი-ათენა და ანქი-სეპა-ათენა. ათენა მიიჩნეოდა მზის, ანუ უმაღლესი სიკეთის მომნიჭებელ ღვთაებად და მზე-ქალის სახით(გათენება) გამოისახებოდა, მისი დღესასწაული-ათენგენობა (გათენების-გენი) დღემდეა შემორჩენილი ხევსურეთში. ამ ტერიტორიაზე არსებული სალოცავები-ნიშები იდენტურია შუმერულისა, ეგრედწოდებული ინანას ქუდი.

საერთოა სახელები: “ანი“-(შუმ)ცის ქალღმერთი და ქართული ანბანის პირველი ასო, “მარიამი“- შუმერულად და სვანურად “მარე“ნიშნავს კაცს, ხოლო“ ამა“-შუმერულად და ბასკურად დედას, ანუ “კაცთა-დედა“. ასევე ერთი ძირიდანაა სვანური სიმღერა და სახელი “ლილე“ და შუმერთა ღვთაება “ენ-ლილი“.

https://www.youtube.com/watch?v=tAtgawjkrqM სვანური ლილე


ნიშანდობლივია ქართული სიმღერა “ერეხელი ვარ და....“ და შუმერის უმნიშვნელოვანესი ქალაქი “ერეხი“, იგივე ურუქი.

ერეხელი ვარ და

https://www.youtube.com/watch?v=O-xY3O3TQks



Khvamli cave-castle ხვამლის ციხე-- ქვაბული 4

https://www.youtube.com/watch?v=24xiYc02RNE

ხვამლი

ხვამლის გამოქვაბულის ნიშნები არის ქართულ-შუმერული წელთაღრიცხვის დასაწყისის აღმნიშვნელი 5604 წ. ძვ. წ.აღ-ით, აქ მოცემულია მერკურის-ვენერას-მარსის და მზის განლაგება მერწყულის-თხის რქის- და მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც გვაძლევს 5604 წლის 18-21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობას. ხვამლის მთის თავზე შემორჩენილია ობსერვატორიის ნაშთები.

ხვამლის ობსერვატორიის რეკონსტრუქცია.

ამ პერიოდში მომხდარი კატაკლიზმები გამოიკვლიეს კოლუმბიის უნივერსიტეტის გეოლოგებმა უილიამ რაიანმა და უოლტერ პიტმანმა და 1998 წელს დაადგინეს, რომ 5600 წლისთვის მოხდა უდიდესი კატასტროფა, კერძოდ ოკეანის დონის ამაღლებამ გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის გადმოხეთქვა ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში რომელიც იმ დროისთვის მტკნარი ტბა იყო და გამოიწვია მისი დონის 100 მეტრით ამაღლება, ანუ ეს იქნებოდა წარღვნა იმ დროინდელი ცივილიზაციისთვის. რა თქმა უნდა ადამიანები თავს შეაფარებდნენ მთებს, კლდეებს და სტიქიის მიწყნარების დროს, როცა გამოჩნდებოდა ცაზე ვარსკვლავები, ისინი აღბეჭდავდნენ ამ მომენტს და დაიწყებდნენ ახალ ქართულ წელთაღრიცხვას.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=WLvHlvWj4dI

ბრილის სამაროვანი

ციური ფური-ხათხორი-ისიდა, მის ქალაქ დენდერაში არსებული ზოდიაქო -25920წ დაყოფილი 12 ნაწილად. ისიდა და მისი შვილი მენესი დაფიქსირებული არიან ჩვ.წ.აღ-მდე 3300-3200 წლებს, რაც ზუსტია, რადგან მენესი, გაერთიანებული ეგვიპტის პირველი ფარაონი გამეფდა 3239 წელს.

არსებობს ისტორიული მასალა, სადაც აღწერილია ეგვიპტისა და ხეთების ომი, როდესაც ფარაონი რამზესი ილაშქრებს ქანაანზე და ხეთები მას უკუაქცევენ, მკვლევარები მოგვითხრობენ, რომ ამ დროს ხეთების არმიას გააჩნია ბევრად უკეთესი შეიარაღება და მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად მაღლა დგას ხეთა თავისი განვითარებით ეგვიპტეზე. ეს უკანასკნელნი ნელნელა ითვისებდნენ ყველაფერ საუკეთესოს ჩრდილოელი მეზობლებისგან და თანდათან ეს კულტურები შეერწყა ერთმანეთს.

ამ თემაზე 40 წელი მუშაობდა მეცნიერი ცირა ინწკირველი და მან უნიკალური ნაშრომი დაგვიტოვა “--„, ასევე უამრავი და საინტერესო მასალა აქვს მოძიებული და გაშიფრული

ქართულ ანბანზე პროფესორ რამაზ პატარიძესა და ალექსანდრე ცინცაძეს (ქართული ჰემატრია).

https://www.youtube.com/watch?v=MjNbFvgPhe0

კოლხებისა და ეგვიპტელების მსგავსებაზე საუბრობს ეგვიპტოლოგი ვლადიმირ კოვტუნიც, რომელმაც მრავალი საერთო აღმოაჩინა მათ შორის, მაგ:


МЕСТНОСТИ

Гумма - Гумма

Багада - Багад

Самхария - Самхара

Набешь - Хэбеш

Акапа - Акапа

Гоандара - Гондара

Колдахвари - Котлахари

Челоу - Челов


РЕКИ

Табакур - Дабакур

Хоби - Хоби

Гума - Гума

Атбара - Атбара

Абаша - Абаша


ИМЕНА

Засхан - Засхал

Шабак - Шабаку

Губаз - Губазе

Шардын - Шардак

Салида – Сабита...


ამ მეცნიერის მიზანი არ ყოფილა ეგვიპტელებისა და კოლხების საერთო ძირების ძიება, იგი იკვლევდა ეგრეთწოდებულ “ფარაონის ცილინდრებს”

http://www.cyl.ru/p/ru/glava_kavkazskie_tainy.html

http://www.cylinders.ru/index.html


და მხოლოდ წიგნ “კავკასიური იოგას” აღმოჩენის შემდეგ გაიგო მათი რაობა, სადაც აღწერილია ცილინდრების დამზადებისა და მოხმარების წესი. ეს ფაქტი მეცნიერისთვის სენსაცია იყო, ფარაონების საიდუმლოს “კავკასიური იოგა” ხსნიდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო კოლხებსა და ეგვიპტელებს შორის კავშირების ძიება. ის დარწმუნდა მათ იდენტურობაში, მაგრამ ვერ გაერკვა, ეგვიპტელები გადმოსახლდნენ კოლხეთში თუ-პირიქით. სხვათაშორის სიტყვა“იოგა”მოდის ქართული სიტყვა “უღელი”-დან, ბასკურად“იოგელ”, რაც გაერთიანებას ნიშნავს. მისთვის და ყველა დაინტერესებული პირისათვის გავიმეორებ, რომ ცოდნა და ცივილიზაცია გავრცელდა კავკასიიდან სამხრეთით, მცირე აზიასა და შუმერში და მხოლოდ ამის შემდეგ- ეგვიპტეში, მერე ევროპაში და ა.შ.


კავკასიური იოგა


კავკასიური წარმომავლობის ეგვიპტელი ფარაონები / Caucasian Pharaohs of Egypt

https://www.youtube.com/watch?v=VKorJjyL2WQ



ცხადია, რომ მიწათმოქმქდება, მადნეულის მოპოვება-დამუშავება, განათლების სისტემა, მედიცინა და ცივილიზაციის სხვა ატრიბუტები ჩრდილოეთიდან შევიდა ეგვიპტეში და ეთიოპიამდე-აბისინიამდე მიაღწია, სადაც დღემდე შემორჩა იბერიული კვალი: “აბისინიის მთიანეთი”, (რუქები), ტოპონიმი “ბერბერი’’ ეთიოპიაში, ჯიბუტსა და მაროკოში ეთნოსის აღმნიშვნელია. ბერბერები მაროკოს მოსახლეობის 40% წარმოადგენენ. მრავალი მეცნიერი უკავშირებს ერთმანეთს ბერბერების, მინოსის, ბასკებისა და ქართველთა ენებს. ამ კულტურათა არეალს განეკუთვნებიან “კოპტებიც“, ისინი ეგვიპტისა და ეთიოპიის ქრისტიან-ორთოდოქსულ სამყაროს წარმოადგენენ. რათქმაუნდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხალხი იბერიულ ძირებზე აღმოცენდა და ერთი ენის განშტოებაა. იმას, რომ ამ პირველი ენის სამშობლო კავკასიაა, ადასტურებს ის ფაქტი, რომ ყველა საერთო სიტყვას, რომელიც იბერიულიდან მთელს მსოფლიოშია გაბნეული, ხსნის მხოლოდ კავკასიური ენები, მაგალითად: ნილოსის დელტასთან არსებული ქალაქი “ონი“, ქალაქი იგივე დასახელებით გვხვდება საქართველოში(რაჭა) და ხათების სახელმწიფოში, (მცირე აზია.შავი ზღვა). “ონი“ქართული ანბანის მე-16 ასო-ნიშანია და აღნიშნავს “მზის სახლს”, რაჭის ონზეც იქაურები გეტყვიან მზის ქალაქიაო, იგივე განმარტება ჰქონდა ეგვიპტის ონსაც, ამიტომაც ალექსანდრე მაკედონელმა ამ ქალაქს უწოდა “ჰელიო-პოლისი”, რაც ბერძნულად “მზის-ქალაქს” ნიშნავს.



მზის მეორე სახელი “რა” ასევე ქართული წარმოშობისაა, ეს არის ანბანის მე-19 ასონიშანი “რაე” და მზის ბორჯღალს აღნიშნავს.... რა-მზე-სი ანუ მზეთამზე, რა-ჭა ანუ მზის ჭა.. სხვათაშორის შუმერული მზის ღვთაების სახელი “უთუ” დაკავშირებულია ქართულ “უთო”სთან (საგანი, რომელშიც მოთავსებული იყო გავარვარებული ნაკვერჩხალი, რაც შედარებული იყო მზესთან) ქართულად “დაუთოება” ნიშნავს მატერიის გამზეურებას, ან მასზე ცხელი უთოს გადატარებას, რაც ხელს უწყობს მის გასწორებას და რაც მთავარია ბაქტერიების განადგურებას. აქვე განვიხილოთ სიტყვა “ქურ”, რაც შუმერში “მთას” ნიშნავდა და ურჩხულსაც, რადგან მთა დროდადრო ცეცხლს(ლავას) აფრქვევდა, ქართულშიც “ქურ” მთას ნიშნავდა, საინგილოში-კახში “ქურ-მუხი” ანუ “მთა-მუხნარით” მნიშვნელოვანი სალოცავია. ქართული სიტყვა “ქურა” აღნიშნავს დანადგარს, რომელიც მთის ანალოგია, მის შუაგულში, როგორც მთისაში, ვითარდება დიდი ტემპერატურა, რაც გამოიყენება სხვადასხვა ლითონის გადასადნობად. “ზიქურათი” იყო მსოფლიოში პირველი პირამიდა-სალოცავი, რომელიც შუმერებმა ააგეს ბუნებრივი მთის მსგავსად, ეს იყო ხსოვნა კავკასიის მთებზე არსებული ნიშებისა- სალოცავებისა. რაც ბუნებრივად ჰქონდათ კავკასიაში, ის ხელოვნურად გააკეთეს შუამდინარეთში-- მთა-სიცოცხლისა. “ზი-ქურა“ ნიშნავს “ზე-მთას“ და “თი“ არის სიცოცხლის ქალღმერთი(შუმ), მასში არსებული არხების და სტრუქტურის დანიშნულება ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია თანამედროვე მეცნიერებას.

ცოტა ხნის წინ იალბუზის ძირში, ბაქსანის ხეობაში, მიაგნეს მთაში გამოკვეთილ ისეთივე გვირაბების სისტემას, როგორიც ხეოფსის პირამიდაშია და ირკვევა, რომ კავკასიისა უფრო ადრინდელია ვიდრე ეგვიპტისა.(ვიდეო).

Сенсационная находка Баксанского ущелья.Тайна горы Хара Хора.

https://www.youtube.com/watch?v=8pDDFaeViHk

https://www.youtube.com/watch?v=yG6oEn86exA


მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებს სურდათ კავკასიაში ამ ხეობის და ხვამლის მთის გამოკვლევა, მათ ამისათვის იალბუზზე გადმოსვეს სპეცრაზმი “ედელვაისი”, ამ ფაქტში მთავარი ისაა, რომ ჯერ კიდევ ორმოციან წლებში ჰიტლერმა და სტალინმა იცოდნენ ამ ადგილების შესახებ და საერთოდ, დიდი ქვეყნების სპეცსამსახურებს უამრავი დაფარული ინფორმაცია გააჩნიათ, ისინი ცდილობენ დაამახინჯონ ფაქტები და ისტორია თავის სასარგებლოდ შეცვალონ, მაგრამ სიმართლეს ვერავინ დამალავს.




0
324
2-ს მოსწონს
ავტორი:კახაბერ ჭიღლაძე
კახაბერ ჭიღლაძე
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0