x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა აღმოაჩინეს სტრესისგან გასათავისუფლებელი სწრაფი და ეფექტური მეთოდი
image
20 წუთი ბუნებაში ყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს სისხლში.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს ეს ააღმოჩენა. მათი დასკვნები გამოქვეყნდა ჟურნალში " Frontiers in Psychology"- ში.

ყველამ ვიცით, რომ ბუნებასთან კომუნიკაცია ამცირებს სტრესს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველი იყო, რამდენად ხშირად უნდა ვყოფილიყავით ბუნებაში.

ჰანტერის აზრით, კორტიზოლის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალება არის ბუნებაში 20-დან 30 წუთი ყოფნა . იგი გვირჩევს ვისხდეთ ან ფეხით ვისეირნოთ ბუნებაში. მნიშვნელოვანია – არ გამოიყენოთ გაჯეტები, არ წაიკითხოთ წიგნი და არ ილაპარაკოთ.


მეცნიერებმა დაადასტურეს ეს ექსპერიმენტულად. კვლევის მონაწილეებს 8 კვირის განმავლობაში სთავაზობდნენ, მინიმუმ 10 წუთი გაეტარებინათ ბუნებაში. მეცნიერებმა კორტიზოლის დონე დაადგინეს ნერწყვის ნიმუშებზე, რომელიც ექსპერიმენტამდე და მის შემდეგ გამოიკვლიეს. ანალიზმა აჩვენა, რომ სტრესის ჰორმონის დონე მნიშვნელოვნად დაეცა მათ შორის, ვინც მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში დადიოდა ბუნებაში.

ექსპერიმენტის მონაწილეები არ პასუხობდნენ ტელეფონის ზარებს, არ სარგებლობდნენ სოციალური ქსელებით, ან სხვა ღონისძიებებით. გათვალისწინებული იყო მონაწილეთა ასაკი, სქესი და ემოციური მდგომარეობაც.

ჰანტერის აზრით, ურბანიზაციისა და უსიცოცხლო ცხოვრების წესის თვალსაზრისით, ბუნებასთან კომუნიკაციის უნარი, შეიძლება გახდეს საუკეთესო უფასო ინსტრუმენტი სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში.


0
272
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0