x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ არ სჯერათ ფანებს,რომ კურტ კობეინმა თავი მოიკლა?-მუსიკოსის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა
image

1994 წლის 8 აპრილს ელექტრიკოსი გარი სმიტი Nirvana-ს ლიდერის, კურტ კობეინის სახლში მივიდა უსაფრთხოების სისტემის დასამონტაჟებლად. სმიტი დიდი ხნის განმავლობაში აკაკუნებდა, თუმცა კარს არავინ უღებდა და ავტოფარეხში მანქანა იდგა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მასპინძელი სახლში უნდა ყოფილიყო.

ამის შემდეგ ელექტრიკოსმა ფანჯარაზე დააკაკუნა და შემდეგ შეიხედა, სადაც დაინახა კობეინის უმოძრაო სხეული და იქვე იარაღი.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ სიკვდილი დადგა სამი დღით ადრე - 5 აპრილს. ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა ამას ეწინააღმდეგება საეჭვო ფაქტი, რომელიც განზრახ მკვლელობის ვერსიას ადასტურებს.



იყო ეს თითმკვლელობა თუ მკვლელობა? როგორც კერძო დეტექტივი ტომ გრანტი აღნიშნავს, პირველი ვერსია უფრო ასხამს წისქვილზე წყალს, რადგან ბოლო პერიოდში მუსიკოსს მიაწერდნენ დეპრესიას და სუიციდისკენ მიდრეკილებას, რაც ნარკოტიკების გამუდმებული მიღებით იყო გამოწვეული, ხოლო თუ მეორე ვერსიას განვიკიხილავთ - მკვლელობას, მაშინ ვიღაცამ კარგად იმუშავა, რომ სურათი ისე დაეხატა, ვითომ თვითმკვლელობა იყო.


მანამდე კი ცოლთან, კორტნი ლავთან გამუდმებული კამათი და ჩხუბი ჰქონდა. 18 მარტს კორტნიმ პოლიციას გამოუძახა, კურტი ოთახში ჩაიკეტა, შეიტანა იარაღი და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, როდესაც პოლიცია ადგილზე მივიდა, როკერმა უარყო სუიციდის მცდელობა, – უბრალოდ, ცოლთან ჩხუბის შემდეგ მარტო მსურდა დარჩენაო. პოლიციამ ამოიღო რამდენიმე სახეობის იარაღი და რაღაც უცნობი ტაბლეტები და წავიდა.

image

30 მარტს კობეინი ლოს-ანჯელესის ნარკოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო თერაპია დაუნიშნეს, თუმცა ეს ყველაფერი ჩხუბის და სკანადალის ფონზე ხდებოდა. საბოლოოდ, კობეინმა შეძლო კლინიკიდან გამოპარვა და სიეტლში გამგზავრება. სიკვდილამდე ორიოდე დღით ადრე ის დაინახეს ქალაქში, სადაც უაზროდ დაეხეტებოდა.


კურტ კობინის გვამი 8 აპრილს იპოვეს. მის გვერდით - იარაღი და წერილი, სადაც მუსიკოსი თითქოს წერდა, რომ ის დიდი ხანია მუსიკისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და ეს ვერ გადალახა და აღიარებდა დანაშაულს მისი საყვარელი ადამიანების და ფანების წინაშე. კობეინის სისხლში ჰერონის დიდი დოზა აღმოაჩინეს. აი, აქედან დაიწყო კამათი.

image

პირველად მკვლელობის ვერსიაზე ალაპარაკდა ჟურნალისტი რიჩარდ ლი (Kurt Cobain Was Murdered), მას მხარი აუბა დეტექტივმა ტომ გრანტმა, რომელიც კორტნი ლავმა დაიქირავა.


სამი მთავარი უზუსტობა

1)კობეინის ორივე ხელზე აღმოჩნდა ინიექციების კვალი. სისხლში - ჰეროინის ზედოზის შემცველობა, რომელიც სამჯერ აღემატებოდა სასიკვდილო დოზას. სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, ერთი ასეთი დოზა დაუყოვნებლივ მოკლავდა ადამიანს, ისე, რომ ვენიდან შპრიცის ამოღებასაც ვერ მოასწრებდა, არა თუ იარაღის გადატენას და თავში დახლას.

image

2)დეტექტივი გრანტი ამტკიცებდა, რომ წერილის შესწავლის შემდეგ იქ პირდაპირ არ იყო მითითებული თვითმკლელობის სურვილი, ეს გზავნილი უფრო როკერის ფანებისთვის იყო გათვალისწინებული, სადაც ის უხსნიდა, რომ მუსიკალურ ბიზნესს ტოვებდა.გრანტი იმას ამტკიცებდა, რომ ბოლო სტრიქონი მერე იყო მიწერელი სხვისი ხელით, სადაც კობეინის ადრესატი მისი ცოლი იყო, სადაც ეწერა, რომ მას უნდა გაეგრძელებინდა ცხოვრება, თუნდაც ბავშვისთვის.

თუმცა ექსპერტიზამ გრანტის ეს მტკიცებულება არ დაადასტურა.

image

3)იყო კამათი თითის ანაბეჭდებთან დაკავშირებითაც.

საბოლოოდ დეტექტივი გრანტი მივიდა დასკვნამდე, რომ კობეინის მკვლელობა შეუკვეთა მისმა საკუთარმა ცოლმა, კორტნი ლავმ. ბოლო პერიოდში მეუღლეებს შორის ურთიერთობა ძალზე დაიძაბა, ხშირად ჩხუბობდნენ, საქმე გაყრამდე იყო მისული. გრანტის თქმით, დაშორების შემთხვევაში კორტნი ლავი კარგავდა მრავალმილიონიან ქონებას. გრანტი დააეჭვა იმან, რომ კორტნი ლავი ხშირად ურევდა ერთმანეთში მოვლენებს და არალოგიკურად იქცეოდა.

კორტნი ლავმა დეტექტივი ტომ გრანტი 1 აპრილს დაიქირავა, ანუ როდესაც კობეინი კლინიკიდან გაიპარა და გაქრა, ამასთანავე, იმის გასარკვევად, თუ ვინ ცდილობდა კობეინის საკრედიტო ბარათიდან თანხის გამოტანას.

0
135
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0