x
image
Teklamaisuraze
მაჩუ-პიქჩუს ქალაქის მითები და ლეგენდები

ინკების რელიგია

მიუხედავად იმისა, რომ ინკები საკმაოდ ტოლერანტულები იყვნენ, მათ მიერ დაპყრობილი ხალხების რელიგიების მიმართ, მაგრამ მაინც აიძულებდნენ მათ ეღიარებინათ სახელმწიფო რელიგია.

image

ინკების იმპერია თეოკრატიული იყო, (ანუ, როდესაც სახელმწიფოს რელიგიური ადამიანი მართავ. ) რომლის სათავეშიც იდგა საპა - ინკა. რომელიც მზის ღმერთის შვილად ითვლებოდა. ყოველი ბრძოლისას ინკები მთავარ ღმერთებს შესაწირს უძღვნიდნენ.

image

მზის ღმერთის შვილისადმი მიძღვნილი ერთერთი დღესასწაული იყო ინტი რაიმი, რომელიც ცხრა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროს საპა ინკა მოიმარაგებდა აკაჩიჩას - სიმინდის ლუდს .

image

ინკების მითოლოგია უამრავ ისეთ ამბავს და ლეგენდას შეიცავს. ბევრი ერთმანეთში არეული ლეგენდა არსებობს - მანკო კაპაკის - ინკების დინასტიის დამაარსებლის შესახებ. განსაკუთრებით რაც მის დაბადებას და კუსკოს სამეფოს დაარსებას შეეხებოდა.

image

ერთი ლეგენდის მიხედვით, ის იყო კირაჩოკას ძე. მეორე ლეგენდის თანახმად, იგი იყო მზის ღმერთის ინტის ვაჟი. რომელიც იშვა ტიტიკაკას ტბის სიღრმეში.

image

ასევე უამრავი მითი არსებობს მანგო კაპაკის ინკების მმართველობაში მოსვლის შესახებ. ერთ ერთი მათგანის თანახმად მანკო კაპაკი და მისი ძმა პაჩა კამაკი იყვნენ მზის ღმერთ ინტის შვილები . ამავე მითს თუ დავუჯერებთ ისინი მზის ღმერთმა შემდეგნაირად მოავლინა დედამიწაზე :

image

ერთ დღეს ისინი გამოქვაბულიდან ოქროს კვერთხით ხელში მოევლინნენ სამყაროს . მათ მითითებული ჰქონდათ, რომ აეშენებინათ მზის ღმერთის ტაძარი, იქ, სადაც კვერთხი ჩაერჭობოდა მიწაში. მიწისქვეშა გამოქვაბულით ისინი წავიდნენ კუსკოში, სადაც ააშენეს თავიანთი მამის, ინტოს ტაძარი.

image

ასევე დააინტერესებთ :

აცტეკები მსხვერპლს ჯერ კიდევ მფეთქავ გულს აცლიდნენ მკერდიდან

image

ვიკინგთა სოფლის შუაგულში დიდი დარბაზი იყო, სადაც ზღაპრულ ამბებს ყვებოდნენ

image

6 რამ, რაც თქვენს ორგანიზმს ჰორმონებს მატებს და სიხარულს იწვევს

image

0
309
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0