x
image
ვიზა კოხაძე
სამეფო ოჯახის პოპულარულმა წყვილმა ინსტაგრამზე მსოფლიო რეკორდი მოხსნა ( + ფოტოები )

imageპრინცმა ჰარიმ და ფეხმძიმე მეგან მარკლმა ინსტაგრამზე საკუთარი აქაუნთი გახსნა და საბოლოოდ გამოეყო ქენსინქტონების სასახლეს და რაც მთავარია ქეით მიდლტონსა და პრინც უილიამსს. სხვათაშორის ძალიან არც არავინ გაბრაზებულა და სასწრაფო წესით მოხდა "@kensingtonroyal"პროფილის საერთო სურათის შეცვლა მეგანის და ჰარის გარეშე.ახლა მეგან მარკლი კონკურენციას გაუწევს ქეთ მიდლტონს არა მხოლოდ ჩაცმის სტილში, არამედ ვის უფრო მეტი გამომწერი და ფოლოვერი ეყოლება სოციალურ ქსელში.რამდენიმე დღის წინ აშკარად ლიდერობდა მიდლტონი 7, 3 მილიონი გამომწერით, თუმცა ირკვევა, რომ ეს შედეგი სულაც არფ არის მუდმივი.

წყაროს ინფორმაციიუთ, მეგან მარკლმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა. მისი და ჰარის ინსტაგრამი ხუთ საათსა და 45 წუთში მილიონი გამომწერით შეივსო ( მილიონი ფოლოვერი კორეელმა მომღერალმა კან დანიელომ შეაგროვა 11 საათში). სხვათაშორის სამეფო წყვილის პირველი მომდევრები გახდნენ ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პერტლოუ, პრინცესა ევგენია და სხვა ცნობადი სახეები, რომლებმაც სიყვარულით მიულოცეს წყვილს სოციალურ ქსელში პირადი აქაუნთის გამოჩენა.imageჯენიფერ ლოპესის ამ ფოტოს 3, 4 მილიონი გამომწერი ჰყავს.imageბიონსე და ჯეი ზი 3 მილიონი.imageკორტნი კარდაშიანი 2, 9 მილიონი.imageჯიჯი ჰადიდი 2, 5 მილიონი გამომწერით.imageემილი რატაკოვსკი 1, 8 მილიონი ფოლოვერი.
Wday.ru გაიხსენა სხვა კაშკაშა ვარსკვლავები, რომლებმაც სოციალურ ქსელებში რეკორდები მოხსნეს სხვადასხვა დროს.მარტის თვეში ლედი გაგას ინსტაგრამზე საოცრება ხდებოდა, რომლის გამომწერთა რიცხვმა მილიარდს მიაღწია და ეს არც ბრედლი კუპერთან ვნებიანი კოცნა და არც ახალი კლიპის თრეილერი ყოფილა - ლედი გაგამ კამერებთან ახალი ტატუთი იპოზიორა.სელენა გომესი ბოლო ორი წლის განმავლობაში ინსტაგრამის ყველაზე პოპულარული გოგონა იყო და იქ, სადაც ყოველწლიურად ყველაფერი იცვლება, სელენა გომესმა მოახერხა და 146 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.ამ გაზაფხულზე არიანა გრანდმაც სერიოზული ციფრი დააფიქსირა - 18 მილიონი, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან არიანს პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება.თუმცა ყველაზე მეტი გამომწერი დღეის მონაცემებით მაინც კრიშტიანო რონალდუს ჰყავს ანუ 156 მილიონი მიმდევარი.

1
110
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
110
  
2019, 4 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1