x
"სულ კარგს უნდა ვამბობდეთ, გრძნობა არსად გაქრება" - ლექსი "მე და შენ რომ დავშორდეთ" (კობა კობალაძე)


image



მე და შენ რომ დავშორდეთ


მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს წ ვ ი მ ა ?

იფიქრებს, რომ

დაგვაშორა, ალბათ, ქარმა ცივმა.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს ქ ა რ ი ?

იფიქრებს, რომ

დაშორების მიზეზია ქალი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს ვ ა რ ს კ ვ ლ ა ვ ი?

იფიქრებს, რომ

ტყუილია ჩვენი ჩხუბის ამბავი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს პ რ ე მ ი ე რ ი?

იფიქრებს, რომ

დაშორებით არცერთი ვართ ბედნიერი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს ბ უ ნ ე ბ ა?

იფიქრებს, რომ

დაშორების მიზეზია ცდუნება.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს წ ყ ა ლ ი?

იფიქრებს, რომ

რომელიმე იქნებოდა მთვრალი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს ღ რ უ ბ ე ლ ი?

იფიქრებს, რომ

დაისაჯოს დაშორების მსურველი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს ღ მ ე რ თ ი?

იფიქრებს, რომ

ღარ მოგვცეს შანსი აღარც ერთი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს მ ძ ღ ო ლ ი?

იფიქრებს, რომ

დრო იყო, რომ მომეყვანა ცოლი.

მე და შენ რომ დავშორდეთ.

რას იფიქრებს მ ზ ა რ ე უ ლ ი?

იფიქრებს, რომ

რომელიმეს აზრები გვაქვს არეული.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს მ ა მ ა ო?

იფიქრებს, რომ

გოგომ ბიჭი გააწამაო.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს მ ხ ა ტ ვ ა რ ი?

იფიქრებს, რომ

სიყვარული იყო ჩვენში მთავარი.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

რას იფიქრებს პ ლ ა ნ ე ტ ა?

იფიქრებს, რომ

რომელიმემ სიტყვას გადაამეტა.

მე და შენ რომ დავშორდეთ,

ბევრს ხომ გული დაწყდება,

სულ კარგს უნდა ვამბობდეთ,

გრძნობა არსად გაქრება.





1
53
2-ს მოსწონს
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
53
  
2019, 4 აპრილი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1