x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89073
  • ვიდეო:339487
  • სურათი:451542
აფხაზეთში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სიკვდილით დასჯიან

image

ოკუპირებულ აფხაზეთში განასაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით მოვაჭრეს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ელოდება, იუწყება Эхо Кавказа.



აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო ახალი შესწორებები კანონში, რის მიხედვითაც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა დაისჯება სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით, ამის შესახებ ინფორმაცია «Апсныпресс»-მა გაავრცელა.

" კომისიის მუშაობის შედეგი გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივა- ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის გაკონტროლება. კომისიის განმეორებითი შეხვედრების შემდეგ, ყველა კომპეტენტური უწყების ჩართულობით, გადაწყდა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა, -გამკაცრდეს სანქციები ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობისთვის ", - განაცხადა დეპუტატმა ვალერი აგრბამ.

კანონი ერთხმად იქნა მიღებული მეორე და საბოლოო მოსმენით. იგი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო საკანონმდებლო ნორმა ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს.


0
107
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0