x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
აკნეს გამომწვევი მიზეზები
image

ეს არის კანის ანთებითი პროცესი. ის მოქმედებს კანის სებორეულ ჯირკვლებზე - მათი მთავარი დანიშნულებაა სებუმის ანუ ცხიმოვანი ნივთიერების წარმოქმნა. ის იცავს კანს გამოშრობისგან და ატენიანებს.


აკნეს სიმპტომებია:


გამონაყარი სახეზე, ყელზე, მხრებსა და ზურგზე;
ანთებით პროცესი და სიწითლე;
კანში ღრმად არსებული ცისტები და ნაწიბურები;



რამ შეიძლება გამოიწვიოს აკნე?


ჰორმონების ცვლილება - აკნე ყველაზე ხშირად ყალიბდება გარდატეხის ასაკში,
ვინაიდან ასეთ დროს იმატებს მამაკაცური სასქესო ჰორმონი ტესტოსტერონი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰორმონი მამაკაცებში უფრო დიდი რაოდენობითაა,
ვიდრე ქალებში, გარდატეხის ასაკში მისი რაოდენობა მოჭარბებულია ორივე
სქესის ადამიანებში. ხშირად ქალები პრემენსტრუალური პერიოდის დროს
უჩივიან გამონაყარს (ოვულაციის შემდეგ) და აკნე მიჩნეულია ყოველთვიური
ციკლის ნაწილად. ორალურმა კონტაცეპტივებმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს
აკნე.


ინფექცია - ტესტოსტერონი იწვევს სებორეული გლანდების გადიდებას, რის
შედეგადაც წარმოიქმნება მეტი სებუმი (ცხიმი). დამატებით, უჯრედები, რომლებიც შემოსაზღვრავენ კანის ფორებს, გამოიმუშავებენ მეტ კერატინს -
სტრუქტურული ცილოვანი ნივთიერება, რაც აყალიბებს კანის საფარველს.
მოჭარბებული რაოდენობით წარმოქმნილი სებუმი და კერატინი კეტავს კანის
ფორებს, რის გამოც წარმოქმნება ფერიმჭამელები (შავი წერტილები). ჩაკეტილ
ფორებში შეიძლება მოხდეს ბაქტერიების სწრაფი გამრავლება და სებუმის
დამშლელი ფერმენტების გამომუშავება, რაც იწვევს ანთებით პროცესს. ასეთი
გამონაყარი ძირითადად თეთრი ფერისაა.


ტოქსინები - კანის ადამიანის სხეულის უდიდესი ორგანოა. მისი ერთ-ერთი
ფუნქციაა სხეულში მოხვედრილი ტოქსინების გამოდევნა ოფლის მეშვეობით.
თუ ორგანიზმში იმაზე მეტი ტოქსინია, ვიდრე თირკმელებს და ღვიძლს შეუძლია
გამოდევნოს, კანი იწყებს მათ მოშორებას. ასეთ დროს ტოქსინები აზიანებს კანის
ჯანსაღ მთლიანობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კანის
დაავადებების დროს, მათ შორის აკნეს შემთხვევაშიც.


სტრესი - ნერვიულობამ შეიძლება დაარღვიოს ჰორმონალური ბალანსი და ხელი
შეუწყოს დაავადების გამწვავებას.


კვების რაციონი - ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება გააძლიეროს სებუმის გამოყოფა
და ხელი შეუწყოს აკნეს მეტად განვითარებას. ან შეიძლება გაზარდოს
ტოქსინების რაოდენობა სისხლში. უჯრედისი დიდ როლს თამაშობს
მომნელებელი სისტემიდან ტოქსინების უკეთ გამოდევნაში. უფროსებში აკნე შეიძლება გამოწვეული იყოს რომელიმე საკვებზე მოჭარბებული მგრძნობელობით ან რაიმე საკვების აუტანლობით.


აკნეს ტიპები


არსებობს აკნეს ორი ძირითადი ფორმა - Acne vulgaris, რომელიც მოიცავს თმის ფოლიკულებს და ცხიმის წარმომქნელ ჯირკვლებს, რომლის დროსაც ყალიბდება ფერიმჭამელები, თეთრი ფერის გამონაყარი და ანთებითი პროცესი; Acne conglobata შედარებით უფრო მძიმე ფორმაა და ასეთ დროს ყალიბდება უფრო ღრმა ცისტები და ტოვებს ნაწიბურებს.


კიდევ გვხვდება Acne rosacea, რომელსაც ახასიათებს წვრილი სისხლძარღვების გაფართოება და ანთებითი პროცესი ცხვირზე, ნიკაპზე, შუბლსა და ლოყებზე. მისი მახასიათებელია სიწითლე, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს გამონაყარი. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სტრესმა და მოჭარბებულმა ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება მისი გართულება გამოიწვიოს.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა არის ვეგანიზმი და რატომ აუმჯობესებს ის ჯანმრთელობას?


ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?


თმის ცვენა მამაკაცებში



1
336
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
336
  
2019, 4 აპრილი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1