x
image
მანჩო 777
მარხვა - რატომ ''ვტანჯავთ'' სხეულს 40 დღის განმავლობაში?
რატომ არიან მართლმადიდებლები მარხვის პერიოდში ასე ძალიან შეზღუდული გემრიელი საკვების და სექსისაგან მიღებულ სიამოვნებაში? ხომ არ ვაყენებთ ამ შეზღუდვებით ზიანს ჩვენთვის საყვარელ ადამიანს? ხომ არ ირღვევა მარხვის დაცვით ათი მცნებიდან ერთ-ერთი: "გიყვარდეს მოყვასი შენი"? რატომ უნდა "ჩავკლათ" საკუთარი სხეული და პირადი სურვილები? ვის სჭირდება ასეთი არათავისუფლება?



image



წმინდა მამების განმარტებით, ჩვენი სხეული საკვების ან სხვა სიამოვნების მიღების შეზღუდვით კი არ ზარალდება და კვდება, არამედ მათი საკმარისზე ზედმეტად გამოყენებით. გარდა იმისა, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ახლობლები და მტრები, აუცილებელია ღმერთის სიყვარულიც. სწორედ ეს სიყვარული შობს გარკვეულ შეზღუდვებს სამოვნებების მიღებაში, რადგან როცა სიყვარულია, ის გამოხატულებას უნდა პოულობდეს ჩვენს მოქმედებებსა და ქცევებში. არ არსებობს არანაირი მიზანი, რომელიც გარკვეულწილად არ საჭიროებდეს მსხვერპლს - იქნება ეს ჩვენი ყოველდღიური, საერო ცხოვრება თუ სულიერი ცხოვრება. ისინი, ვისაც არაფრის შეწირვა და მსხვერლპის გაღება არ უნდათ, ვერ მიაღწევენ ვერანაირ მიზანს. სწორედ ასეთი მსხვერპლია მარხვა, რომელსაც მართლმადიდებლები მსხვერპლად სწირავენ უფალს.

მარხვის დროს მორწმუნებს უჩნდებათ უამრავი კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში. გთავაზობთ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს და სასულიერო პირების პასუხებს ამ კითხვებზე.



როგორ მოვიქცეთ მარხვის დრო ბავშვებთან მიმართებაში?- მათაც დავუწესოთ შეზღუდვები თუ მოზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებები გავითვალისწინოთ და მივანიჭოთ მათ თავისუფლება საკვების მიღებაში?


რა თქმა უნდა, ბავშვისთვის სასარგებლო იქნება, თუ ადრეულ ასაკში ზედმეტი ტკბილეულის მირთმევას და კომპიუტერის ეკრანთან ჯდომას ავუკრძალავთ, თორემ 3-5-7 წლის ბავშვებისათვის მარხვის დაცვა - ეს უკვე მარაზმია. არსებობენ ზედმეტად მკაცრი მშობლები, რომლებიც პატარებს აიძულებენ დიდებივით დაიცვან მარხვა, თუმცა ასეთი მიდგომა ნამდვილად არაა სწორი.


რაში მდგომარეობს დიდი მარხვის არსი და როგორ უნდა გავატაროთ ეს დრო მორწმუნეებმა?


მარხვა არ არის მხოლოდ ზოგიერთი საკვებისგან თავშეკავება. მარხვის შესახებ ეკლესიას საგანგებო სწავლება აქვს, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა შევასრულოთ და ცხოვრებაში დავნერგოთ.
საზრდელისაგან თავის შეკავება მხოლოდ ქრისტიანული მოვლენა არ გახლავთ; ასე მარხულობენ ზოგიერთი სხვა რელიგიის მიმდევრებიც. შიმშილობას პოლიტიკური მიზნითაც მიმართავენ. ასე რომ, როცა ქრისტიანულ მარხვაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, სწორედ მისი ქრისტიანული არსი გავიაზროთ. ამისთვის წმინდა წერილიდან ორ მაგალითს მოვიხმობ: პირველი ადამის საქციელია - მან დაარღვია უფლისგან დადგენილი კანონი და აკრძალული ხილი იხმია, რასაც ცოდვის მემკვიდრეობითი გავრცელება მოჰყვა, მეორე კი ახალი ადამია - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ასევე გამოიცადა ეშმაკისაგან, მაგრამ, ადამისაგან განსხვავებით, ცდუნებას გაუძლო. ადამმა სიკვდილი მოიწია და გამოძევებულ იქმნა სამოთხიდან, ქრისტემ კი სიკვდილი დათრგუნა და ადამიანს სამოთხის კარი გაუღო.


- ზოგჯერ მორწმუნეებს უმძიმთ მარხვის შენახვა და მოძღვარს მის გამარტივებას სთხოვენ. რამდენად დასაშვებია ეს?


ზოგიერთი საერთოდ წყვეტს მარხვას. ორივე შემთხვევა მცირედმორწმუნეობის შედეგია. ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს მარხვა მარხულობის ანუ საკვების შეზღუდვის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრი ან ჯეროვნად ვერ აფასებს, ან ნებსით თუ უნებლიეთ არასერიოზულად უდგება მარხვის დანიშნულებას, მის სულიერ მიზანდასახულობას. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ძალუძს აღადგინოს ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი ბუნება. სიცრუის მოქმედმა ეშმაკმა მოახერხა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პური, ხორციელი საზრდელი გვჭირდება. ამ ტყუილზე დააფუძნა მან ყოველგვარი ადამიანური ცოდნა, ყველა მეცნიერება და თავად ადამიანის არსებობაც. მარხვა ამხელს ამ ტყუილს, ნიღაბს ხდის მას. ორმოცდღიანი მარხვის დასრულებისა და ეშმაკთან შეხვედრის შემდეგ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარკ. 9:29). მარხვა ნამდვილი ომია ეშმაკის წინააღმდეგ.


ხელმოკლე ადამიანებისგან გამიგონია - ისედაც არაფერი გვაქვს.. რაზეც ხელი მიგვიწვდება, იმას ვჭამთ. სად გვაქვს იმის საშუალება სამარხვო კერძები საგანგებოდ ვამზადოთო?


შეიძლება კაცი მხოლოდ მწვანე ხახვის ფოთლებითა და პურითაც დანაყრდეს, სურვილი იყოს და რამეს ყოველთვის იპოვის, მით უმეტეს, თუ სოფლად ცხოვრობს და ბოსტანი აქვს.
როცა უფალთან კავშირზე ვსაუბრობთ, გადამწყვეტია სულიერი დამოკიდებულება მის მიმართ, ჩვენი ზნეობა. სწორედ ის გვამხელს გარემოში, სადაც ვტრიალებთ. ჩვენ ვმარხულობთ, რათა ვიყოთ ზნეობრივნი, ზნეობრივნი უფლის მოთხოვნათა შესატყვისად. მით უმეტეს, დღეს უამრავი ხელმისაწვდომი პროდუქტი არსებობს, რომელთა მირთმევაც მარხვაშია დაშვებული.


დაშვებულია თუ აარ მარხვაში სოიის პროდუქტების მიღება?


მარხვის პერიოდში სოიის პროდუქტების მიღება სავსებით დასაშვებია. თუმცა აქაც უნდა გამოვიჩინოთ ერთგვარი სიფრთხილე: რა გრძნობით და რა განწყობით მივირთმევთ მას? ჩვენ თავს ვიკავებთ არასამარხვო პროდუქტების მირთმევისაგან არა იმიტომ, რომ ისინი მავნებელია, არამედ ამით ვიმარჯვებთ საკუთარ თავზე და ვცდით ჩვენს ნებისყოფას.


ცნო­ბი­ლია, რომ აღ­დ­გო­მის მარ­ხ­ვა­ში მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი თევზს არ იღე­ბენ, შო­ბის მარ­ხ­ვა კი ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია. რით აიხ­ს­ნე­ბა ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა?


- წი­ნა­სა­აღ­დ­გო­მო მარ­ხ­ვა უფ­რო მძი­მეა, რად­გან ქრის­ტეს წა­მე­ბი­სა და ჯვარ­ც­მის დღე­ებს ემ­თხ­ვე­ვა. ამ პე­რი­ოდ­ში თევ­ზის მი­ღე­ბა მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ბზო­ბა და ხა­რე­ბა. ისე კი, თევ­ზი სა­მარ­ხ­ვო საკ­ვე­ბია, მას თა­ვად უფა­ლი მი­ირ­თ­მევ­და. მარ­ხ­ვის და­სა­წყე­ბად მთელ ერს თვი­თონ პატ­რი­არ­ქი აკურ­თხებს, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ანს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ან სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მა­შინ მას მოძღ­ვა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნიშ­ნავს მარ­ხ­ვის რე­ჟიმს. თუ არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბას ისევ თევ­ზის მი­ღე­ბა ჯო­ბია.


დღეს მარ­ხ­ვის შე­ნახ­ვა თით­ქოს გა­ად­ვილ­და: იყი­დე­ბა უამ­რა­ვი სა­მარ­ხ­ვო ნამ­ცხ­ვა­რი, კატ­ლე­ტი, შო­კო­ლა­დი... რო­გორ ფიქ­რობთ, მორ­წ­მუ­ნემ თა­ვი უნ­და შე­ი­კა­ვოს ამ­გ­ვა­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბი­სა­გან, თუ არა? თქვენ რას ურ­ჩევთ სუ­ლი­ერ შვი­ლებს?


მარ­ხ­ვა არ არის მო­წყე­ნი­ლო­ბა და მჭმუნ­ვა­რე­ბა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი სა­მარ­ხ­ვო სუფ­რაც ლა­მა­ზად მოვ­რ­თოთ. სხვა საქ­მეა მო­ნას­ტე­რი, სა­დაც მარ­ხ­ვას უფ­რო მკაც­რად იცა­ვენ: იქ მარ­ხუ­ლო­ბენ საკ­ვე­ბი­თაც და თვა­ლი­თაც. ერ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ანს ვერ და­ვა­ძა­ლებთ, რომ სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი ან შო­კო­ლა­დი არ ჭა­მოს. მთა­ვა­რია, საკ­ვებ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მი და სხვა არა­სა­მარ­ხ­ვო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი არ შე­დი­ო­დეს. სულ სხვა საქ­მეა, რო­ცა ამ ლა­მა­ზად გა­კე­თე­ბულ სა­მარ­ხ­ვო კერ­ძებს ღრე­ო­ბი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მოლ­ხე­ნი­სათ­ვის იყე­ნე­ბენ - იქ­ნე­ბა ეს ოჯახ­ში, სუფ­რას­თან თუ რეს­ტო­რან­ში, ან სხვა ად­გი­ლას. მარ­ხ­ვა­ში სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა ქე­ი­ფი, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ღრი­ან­ცე­ლი და დათ­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა სა­მარ­ხ­ვო კატ­ლე­ტი მი­ირ­თ­ვას, მაგ­რამ მი­სი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და მარ­ხ­ვი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი იყოს.



image



მარხვის დადგენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა და მისი დამოწმება უკვე ახალ აღთქმაში ხდება. თავად უფალიც მარხულობდა ორმოცი დღის განმავლობაში, სანამ სამოღვაწეო ასპარესზე გავიდოდა და მან მოგვცა რჩევა-დარიგება იმის შესახებ, თუ როგორი სახით უნდა ვიხელმძღვანელოთ მარხვის დროს (მთ. 6, 16-18). მთელს ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც სინანულის, თავშეკავების და სულიერი ზრდის სახსარი.

1
688
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
688
  
2019, 6 აპრილი, 18:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1