x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მადლობა შედევრებისთვის"-გარდაიცვალა გიორგი დანელია
imageდღეს 4 აპრილს სავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლეგენდარული კინორეჟისორი გიორგი დანელია.იგი 88 წლის იყო.



ქართველი რეჟისორი ჯერ კიდევ ამა წლის 26 იანვარს მოათავსეს საავადმყოფოში, მას ფილტვების ანთება დაუდგინდა, იგი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.


მარტის დასაწყისში, მისი მეუღლემ გალინა იურკოვამ განაცხადა, რომ გიორგი დანელიას მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა.



"მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება. მეშინია ამ თემაზე საუბრის, რომ არ გავთვალო. საუბარი საავადმყოფოდან გაწერაზე არ არის. მდგომარეობა სტაბილურია, ნორმალური“, – აღნიშნა დანელიას მეუღლემ.




თუმცა როგორც ჩანს ხანდაზმულ რეჟისორს ავადმყოფობა მაინც მოერია.

გიორგი დანელი დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში, მალევე მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.


იგი არის ისეთი საკულტო ფილმების ავტორი, როგორებიცაა:"Я шагаю по Москве"(1963)"არ იდარდო"(1969), "აფონია"(1975), "მიმინო"(1977), "შემოდგომის მარათონი"(1980), ქინ-ძა-ძა"(1986), "პასპორტი"(1990) და სხვები.ამასთანავე "იღბლიანი ჯელტმენების"(1971) სცენარის ავტორი.

image

მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი მთელი თავის კარიერის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, მას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად საქართველოში ხდებოდა. 1985 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქეს წოდება მიანიჭეს.

გიორგი დანელია უამრავი ჯილდოს თუ საერთაშორისო პრიზების მფლობელია.

კითხვაზე თუ როგორ აფასებს რეჟისორი თავის ფილმებს გიორგი დანელიამა ასე უპასუხა:


"ხუთიანებს ვუწერ ფილმებს, რომლებიც ჩემი აზრით "გამომივიდნენ": "არ დაიდარდო" და "შემოდგომის მარათონი". ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, უბრალოდ მათში მეტი აღმოჩენაა. საუკეთესო სცენარი კი ალბათ "იღბლიანი ჯენტლმენები" იყო. მე ის ვიქტორია ტოკარევასთან ერთად დავწერე, მაშინ ახალგაზრდები და მხიარულები ვიყავით, რაც ამ სურათზეც აისახა. შემოსავლების მხრივ ყველა რეკორდი "აფონიამ" მოხსნა, ხოლო წარმატების მარათონი "მიმინომ" აჩვენა, იმიტომ რომ მას ჰქონდა ოთხი ტირაჟი და უამრავი რაოდენობის ჩვენება ტელევიზიით".

image


0
115
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0