x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბიბლუსის „სუპერ კვირეულის“ ფარგლებში დეტექტიური საღამო იგეგმება
image
6 აპრილს, 17:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, კანდელაკის #7) დეტექტივების მოყვარულებს რეალური დეტექტიური საქმის გამოძიების შესაძლებლობა ეძლევათ.

ღონისძიებაზე მისული სტუმრები ჩაერთვებიან დეტექტიურ თამაშში, რომელსაც მწერალი, თეა ინასარიძე გაუძღვება.

„მოთამაშეებს, რომლებიც დეტექტივის როლს მოირგებენ, შეეძლებათ, მოხვდნენ გაუჩინარებული ჟურნალისტის ოთახში და იპოვონ მინიშნებები, რომლებიც მან გაუჩინარებამდე დატოვა. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი ამოხსნის თავსატეხებს და გაშიფრავს ბროუდის საიდუმლო წერილს. თამაში ძალიან საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე იქნება!” _ ამბობს თეა ინასარიძე და მათ, ვისაც უოცნებია, ყოფილიყო გამომძიებელი, ურჩევს, შეამოწმონ თავიანთი ლოგიკა, ინტუიცია და გამოსცადონ, თუ რამდენად გამჭრიახი გონება აქვთ.

გამარჯვებული და ასევე, თამაშის მონაწილეები მიიღებენ პრიზებს, რომლებიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, სპეციალურად, დეტექტივის მოყვარულებისათვის შეარჩია.


შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის ჩათვლით, ბიბლუსის ყველა მაღაზიაში „სუპერ კვირეულია“, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს სერია - „TOP თრილერის“; „ჩემი რჩეული მსოფლიოს“; „ნამდვილი დეტექტივებისა“ და უსერიო დეტექტიური წიგნების 35%-იანი ფასდაკლებით შეძენა შეუძლია.

0
5
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0