x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ნამდვილი ამბავი ემილი როუზის შესახებ


ანელიზე მიხელი

ამ იდუმალებით მოცული ისტორიის შესახებ რამოდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღეს. 35 წელზე მეტია რაც ეს ამბავი მოხდა, მაგრამ დღესაც არ წყვეტს აქტუალურობას. მთავარი კითხვა: ანელიზე მიხელი მართლაც შეპყრობილი იყო თუ მისი სიკვდილი სერიოზულმა ავადმყოფობამ გამოიწვია. ამ გოგონას სიკვდილი 1976 წელს საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ანელიზე უკვე 24 წლის იყო. მოქალაქეები იმ დროს მჭიდროდ ადევნებდნენ თვალყურს ახალ ამბებს, უჩვეულო და ხმამაღალ სასამართლო პროცესებს კათოლიკური სამღვდელოების წინააღმდეგ, რომელთაც ბრალი წარედგინათ გოგონას გარდაცვალების საქმეში.

ანელიზე მიხელი

ანელიზე მიხელის ახალგაზრდობა ("ემილი როუზი"): გოგონა დაიბადა 1952 წელს ბავარიის პატარა სოფელში კათოლიკურ ოჯახში. ა. ფიურგი და ი. მიშელი იყვნენ გოგონას მშობლები, რომლებიც კათოლიკე მორწმუნეები გახლდათ, მეტისმეტად კონსერვატორები. გოგონა რეგულარულად, კვირაში 2-3 ჯერ ესწრებოდა ეკლესიაში წირვას, ცივ ზამთარში იატაკზე იძინებდა, მუდამ წარმოთქვამდა ლოცვებს.
1968 წელს პირველი შემთხვევა მოხდა "შეტევები": გოგონამ სპაზმების გამო საკუთარი ენა მოიკვნიტა. 12 თვის შემდეგ შეტევები კვლავ დაეწყო ღამით, რომლის დროსაც გოგონას სხეულმა დაკარგა მოქნილობა, კარგავდა ლაპარაკის უნარს და მკერდის არეში უცნაური სიმძიმე ეუფლებოდა. ანელიზემ დაკარგა უნარი დამოუკიდებლად ეთხოვა დახმარება თავის მშობლებისათვის და დებისთვის. სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა, თუმცა შეტევებს ენაცვლებოდა მშვიდი პერიოდიც და გოგონა იშვიათად ჩოგბურთის თამაშით იყო გატაცებული.

დასაწყისი და დასასრული ("ემილი როუზი"):

1969 წელს, ანელიზეს გაეღვიძა ღამით სუნთქვის გართულებების გამო, ასევე პარალიზებული იყო მისი მთელი სხეული და ვერ მოძრაობდა. ოჯახის ექიმმა გ. ფოგტმა გააგზავნა გოგონა ფსიქიატრთან გასასინჯად. 1969 წლის 27 აგვისტოს გოგონას გაუკეთდა ელექტროენცეფალოგრამი და ვერანაირი ცვლილება ვერ ნახეს ტვინის არეში. სულ მალე გოგონას ტუბერკულოზისა და პლევრიტის დიაგნოზი დაუსვეს და 1970 წლის დასაწყისში იგი ქალქ აშაფენბურგში მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. 3 ივნისს ღამით შეტევები კვლავ დაეწყო. ახალი ელექტროენცეფალოგრამის გაკეთების შემდეგ ექიმებმა ვერაფერი საეჭვო აღმოაჩინეს, თუმცა დოქტორმა ვ. გალერმა მედიკამენტებით მკურნალობა ურჩია. მიტელბერგში გოგონამ პირველად დაიწყო დემონების სახეების დანახვა. გაზაფხულზე მიხელს უცნაური კაკუნის ხმა ესმოდა. კაკუნის ხმა, რომელიც ანელიზეს ესმოდა მისმა დებმაც გაიგონეს.

ანელიზე მიხელი

ანელიზემ თავად აღიარა პირველად მას 13 წლის ასაკში დაეწყო შეგრძნება, რომ შეპყრობილი იყო. ერთ-ერთი პირველი გოგონას გარემოცვიდან ვინც მიხვდა, რომ გოგონასთან იდუმალი ძალა მიდიოდა იყო ქალი სახელად თეა ხაინი. ის იყო თანხლები ანელიზესთან ერთად, როდესაც მომლოცველები გაემგზავრნენ ქალაქ სან-დამიანოში (იტალია). მაშინ ხაინმა დააფიქსირა, რომ გოგონამ გვერდი აუარა ქრისტეს გამოსახულებას და არ ისურვა ნაკურთხი წყლის დალევა წმინდა წყაროდან.
ოთხი წლის განმავლობაში თერაპიით მკურნალობას არსებითად არ შეუცვლია გოგონას მდგომარეობა. 1975 წლის 16 სექტემბერს როდევიკთან კონსულტაციის შემდეგ გოგონასთან გაიგზავნა ეგზორციზმის ჩასატარებლად ალტი და ა. რენცი.

ანელიზე მიხელი

ამ დროის ეგზორციზმის მთავარი ნაწილი იყო რომული რიტუალი, რომელიც შემუშავდა 1614 წელს და შემდეგ გაფართოვდა 1954 წელს. გოგონამ თქვა, რომ მას ექვსი დემონი მართავდა, რომლებიც წარდგნენ ლუციფერის, კაენის, იუდა ისკარიოტის, ნერონის, ფრიშმანის და კიდევ ერთი გაურკვეველი სახელით. (ვ. ფლიშმანი 1552-1575 წლებში მღვდელმთავრად მსახურობდა, მოგვიანებით კი ის ქალბატონებთან ერთად ცხოვრობდა და ღვინით იყო გატაცებული. გარდა ამისა, მას მკვლელობაშიც ადანაშაულებდნენ და დაითხოვეს ეკლესიიდან).
1975 წლის 24 სექტემბრიდან, 1976 წლის 30 ივნისამდე გოგონას 65-ზე მეტი რიტუალი ჩაუტარდა, კვირაში 1-2 ჯერ. 42 მათგანი ჩაწერილია ვიდეოაპარატში, რომელიც შემდგომ სასამართლოზე წარადგინეს. 1-ლი რიტუალი 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. იმ დროს, როდესაც სასულიერო პირები რიტუალს ატარებდნენ ანელიზე ყვიროდა: "მოაშორეთ თქვენი თათები, ცეცხლივით მწვავს." მისი შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონას ერთდროულად სამი ადამიანი აკავებდა, ხანდახან კი ჯაჭვითაც აბავდნენ. უცნაურია, მაგრამ სხვა დანარჩენი დროის განმავლობაში, სანამ შეტევები ექნებოდა ანელიზე იყო ნორმალური გონებით და არ უჩიოდა შეუძლოდ ყოფნას. დადიოდა სკოლაში და ეკლესიაში, შემდეგ ჩააბარა გამოცდები ვიურცბურგის აკადემიაში.

1976 წლის 30 მაისს დოქტორი როთი დაესწრო ერთ-ერთ რიტუალურ განდევნას, სადაც მღვდელ ალტას უპასუხა, რომელმაც დახმარება თხოვა: ""არ არსებობს მედიკამენტები ეშმაკის წინააღმდეგ". იმავე წლის 30 ივნისს, გოგონა რომელიც პნევმონიას ძლიერ განიცდიდა დაძინებამდე დედას უთხრა: "დედა, ოთახში დარჩი, მეშინია". ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მეორე დილით გოგონას დედამ ის საწოლში მკვდარი ნახა, იმ დროისათვის მისი წონა 31 კგ-ს შეადგენდა.

შედეგები - ეგზორციზმი თუ მკვლელობა?

1978 წლის 21 აპრილს ქ. აშაფენბურგში სასამართლო წარმოება დაიწყო, ბრალდებულებს შორის იყო ანელიზეს მშობლები და ორი სასულიერო პირი. აღსანიშნავია, რომ საეპისკოპოსო კონფერენციის ხელმძღვანელმა კარდინალმა ჯ. ჰეფნერმა, რომელმაც ადრე თქვა, რომ გოგონა შეპყრობილი არ იყო, ასევე აღიარა 1978 წლის 28 აპრილს, რომ სწამს ეშმაკის არსებობის.

ანელიზე მიხელი

საფუძვლიანი გამოძიების დასრულების შემდეგ, ბრალმდებელმა მხარემ განაცხადა, რომ ანელიზეს გარდაცვალება ნაადრევად მოხდა და მას შეეძლო ეცოცხლა მინიმალური გათვლების მიხედვით, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. სასამართლომ გამოიწვია სერიოზული საჯარო აღშფოთება. იურისტთა დიდი გუნდი იცავდა სამღვდელოებას, რომლის საფასურიც ეკლესიამ გადაიხადა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ექსორციზმი არის მოქალაქეების გარანტირებული უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის დაცული, ისევე როგორც რელიგიური მრწამსის უფლება.
სასამართლო პროცესმა ბრალდებულები დამნაშავეებად მიიჩია და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

0
735
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
735
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0