x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქვებით ჩაქოლვა და კიდურების ამპუტაცია - ბრუნეიში ჰომოსექსუალების წინააღმდეგ კანონი ამოქმედდა
image

ბრუნეის სასულთნოში 3 აპრილიდან შევიდა ძალაში ახალი კანონი, რომელიც შარიათის ნორმებზეა დაფუძნებული - აწი ჰომოსექსუალებს შორის სქესობრივი კავშირი დაისჯება სიკვდილით, კერძოდ, ჩაქოლვით; ხოლო ცოლ-ქმრული ღალატი და ქურდობა, სასჯელის სახით, კიდურების ამპუტაციას ითვალისწინებს.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონი ბრუნეის სასულთნოში ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღეს, თუმცა მხოლოდ ახლა შევიდა ძალაში.




ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით, ბრუნეის სულთანმა, ჰასანალ ბოლკიაჰიმ საჯარო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სურს მის ქვეყანაში ისლამური სწავლება და წესები უფრო ძლიერი გახდეს.




ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ახალი კანონის შემოღებამდეც დანაშაულად ითვლებოდა და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.


კრიტიკის ქარცეცხლი მოჰყვა დასავლეთში ბრუნეის ამ ახალ ინციატივას, დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ბრუნეი იქცა "აზიის საუდის არაბეთად".



ბრუნეის ლგბტ თემმა შეშფოთება გამოხატა ახალ კანონთან დაკავშირებით, და მას "შუა საუკუნეების სასჯელი" უწოდა.


"დასაჯო ჰომოსექსუალობისთვის ან ქვებით ჩაქოლო ღალატისთვის, არის ამაზრზენი საქციელი და უზნეობა. ყველა ადამიანს შიშის გარეშე აქვს ცხოვრების უფლება " - განაცხადა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.


უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა მოუწოდა სასულთნოს, დაუყონებლივ გააუქმოს ახალი კანონი.


უფრო ადრე ბრუნეის სასულთნოს კანონის შეჩერების მოთხოვნით მიმართა დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა და გაერომ.

0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0