x
მეტი
  • 03.06.2020
  • სტატია:100989
  • ვიდეო:346256
  • სურათი:464486
10 ურთულესი შეკითხვა ფეხბურთზე
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ის ინგლისიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მილიონობით ადამიანის გული მოიგო. გთავაზობთ 10 კითხვიან ტესტს ფეხბურთზე.

წარმატებებს გისურვებთ!

image1. "მურტაზ, სპასაი რასიუ!" -უყვიროდნენ სტადიონის ტრიბუნებიდან ამ ქართველ ფეხბურთელს, როდესაც იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობდა. დაასახელეთ იგი.

2. 1950 წელს ფიფამ აკრძალა ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში. დაასახელეთ ქვეყანა, რომლის ნაკრებიც მანამდე ფეხშიშველი ასპარეზობდა?


3. რა გადასცა საჩუქრად ერთმა ბრაზილიურმა გაზეთმა ფეხბურთელს, რომელმაც სეზონის განმავლობაში ოთხჯერ შეაგდო გოლი საკუთარ კარში?

4. 1878 წელს ინგლისში საფეხბურთო მატჩის დროს მსაჯმა პირველად გამოიყენა სასტვენი. როგორ აჩერებდნენ მატჩის მსვლელობას მანამდე მსაჯები?

image

5. დაასახელეთ თბილისის "დინამოს" სამი ფეხბურთელი, რომლებიც ათი ნომერი მაისურით ასპარეზობდნენ. სამივე საბედისწეროდ დაიმტვრა ავტოკატასტროფაში.

6. დაასახელეთ ფეხბურთის წესი, რომლის გამოც მეკარე ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებს პენალტიდან დარტყმული ბურთის მოგერიებას.

7. რამდენ მსოფლიო ჩემპიონატში აქვს მიღებული მონაწილეობა დავით ყიფიანს?

image

8. სად და როდის დამტკიცდა თანამედროვე ფეხბურთის წესები?

9. სად მდებარეობს ყველაზე დიდი სტადიონი?

10. "კარგი მეკარე მაშინ გახდები, როცა დინამოს კარში კი არა, დარიალის კარში დგახარ" - ვინ არიგებდა ასე სერგო კოტრიკაძეს?

imageპასუხები:

1. მურთაზ ხურცილავა.

2. ინდოეთი.

3. კომპასი.

4. ყვირილით.

5. ბასა ღოღობერიძე, შოთა იამანიძე და დავით ყიფიანი.

6. პენალტის დარტყმის მომენტში მეკარე აუცილებლად კარის ხაზზე უნდა იდგეს.

7. არც ერთში.

8. კემბრიჯში, 1863 წლის 8 დეკემბერს.

9. ჩრდილოეთ კორეაში, ქალაქ ფხენიანში. პირველი მაისის სახელობის სტადიონი 1889 წელს აშენდა და 150 000 ადამიანს იტევს.

10. ბორის პაიჭაძე.

0
457
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0