x
ვეგანი და ვეგეტარიანელი - რა განსხვავებაა მათ შორის?

ხშირად ვეგანი ჰგონიათ ვეგეტარიანელის შემოკლებული ფორმა, თუმცა ეს ასე არ არის. მათ შორის განსხვავებაა და ეს ყველამ უნდა იცოდეს.

image


რა არის ვეგეტარიანული კვება?


ვეგეტარიანელი არის ადამიანი, რომელიც არ ჭამს ხორცს, თევზს, ზოგჯერ კვერცს, ფრინველს და არ არის მომხრე ცხოველების ხოცვის.

მათ კვებაში შედის სხვადასხვა სახის ბოსტნეული, ხილი, მარცვლეული, თხილი. რძის და კვერცხის ჩართვა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იკვებება ვეგეტარიანელი და რა მიაჩნია სწორად, ამიტომ იყოფა რამდენიმე ქვეკატეგორიად ვეგეტარიანელის კვება.


გავრცელებული სახეობები:



ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი - ვეგეტარიანელების კატეგორია, რომლებიც არ იღებენ არანაირ ცხოველურ პროდუქტს, მაგრამ მოიხმარენ რძეს და კვერცს.


ლაქტო ვეგეტარიანელები - ვეგეტარიენელები, რომლებიც არ ჭამენ ხორცს და კვერცხს, მაგრამ მოიხმარენ რძის პროდუქტს.


ოვო ვეგეტარიანელები - ვეგეტარიანელები, რომლებიც არ ჭამენ ცხოველურ პროდუქტებს, კვერცხის გარდა.


ვეგანები - ისინი არ იკვებებიან არც ერთი ცხოველური პროდუქტით და მათ შორის, არც ცხოველთა გამომუშავებულ პროდუქტს მიირთმევენ.

ისინი, რომლებიც არ ჭამენ ფრინველებს და ნებისმიერი სახის ხორცს, მაგრამ მოიხმარენ თევზს, იწოდებიან პესკატატორებად.



როგორია ვეგანური კვება?


ვეგანური დიეტა შეიძლება განიხილებოდეს როგორც მკაცრი სახის ვეგეტარიანული კვება.

ვეგანი ცდილობს გამორიცხოს ნებისმიერი სახის ცხოველური პროდუქტი, რომელიც მიღებულია მისი ექსპლოატაციით და სისასტიკით.

აქედან გამომდინარე, ვეგანური კვება გამორიცხავს არა მხოლოდ ხორცს, არამედ რძეს, კვერცხს, ცხოველების მიერ გამომუშავებულ პროდუქტებს, როგორიცაა: ჟელატინი, თაფლი, კარმინი, პეპსინი, შელაკი, შრატი, კეინინი და ვიტამინების ზოგიერთი ფორმა.

ეთიკის თვალსაზრისით ვეგეტარიანელები მიიჩნევენ რომ ცხოველების მიერ გამომუშავებული პროდუქტები მისაღებია, როგორიცაა რძე და კვერცხი, თუ ცხოველი ინახება ადეკვატურ გარემოში.

მეორს მხრივ, ვეგანები მიიჩნევენ, რომ ცხოველებს უფლება აქვთ იყვნენ თავისუფალნი და ადამიანმა ისინი არ გამოიყენოს სხვადასხვა მიზნით.


კვლევა გვიჩვენებს რომ ვეგეტარიანელების და ვეგანების დიეტის დროს დაბალია ორგანიზმში გაჯერებული ცხიმი და ქოლესტერინი.

ისინი ასევე შეიცავენ მაღალი რაოდენობით ვიტამინების, მინერალების, ბოჭკოვან და ჯანსაღ მცენარეთა ნაერთებს.

მეორე მხრივ, ცუდად დაგეგმილი ვეგეტარიანული და ვეგანური დიეტის დროს შეიძლება გამოიწვიოს რკინის, კალციუმის, თუთიის და ვიტამინი D-ს დაკლებობა.

ორივე დიეტის დროს ასევე შეიმჩნევა ვიტამინის B12 და ხანგრძლივი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შეზღუდული რაოდენობები, თუმცა ამ ნუტრიენტების დონე ზოგადად დაბალია ვეგანებში, ვიდრე ვეგეტარიანელებში.


პ.ს თავად ლაქტო-ოვო ვეგეტარიანელი ვარ და ყველაფერი იდეალურადაა, ასე რომ, თქვენც გირჩევთ კარგად დაფიქრდეთ რისკზე და სიკეთეებზე.




0
1843
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგონა გაზაფხულიდან
გოგონა გაზაფხულიდან
1843
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0