x
image
Yoona
გერმანიაში ბოლო ცხოველების ფერმა დაიხურა
გერმანიაში ორგანიზაცია PETA-ს დაფუძნებისთანავე აქტივისტები ცხოველების მიმართ მკაცრი მოპყრობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ქვეყანაში ცხოველების ფერმების გაუქმების, მათი კანისა და ბეწვისგან ტანსაცმლის წარმოების აკრძალვას მოითხოვდნენ.

მხოლოდ 20 წლის შემდეგ მათი თხოვნა მოისმინეს: 2017 წელს გერმანიაში ყველა ცხოველის ფერმის დახურვის კანონი მიიღეს.


image

იმ წელს ქვეყანაში მხოლოდ 6 მსგავსი საწარმო დარჩა - დანარჩენები საზოგადოების ზეწოლის, პროტესტის და ბეწვისთვის მკვლელობის წინააღმდეგ გავრცელებული სარეკლამო კამპანიების გამო თავად დაიხურა.


მათთვის, ვინც ბიზნესში დარჩა, შესაბამისი კანონი მიიღეს.


image

აქტივისტები უკვე არაერთხელ ხაზს უსვამენ, რომ „ნატურალური ბეწვი“ მხოლოდ ცხოველს შეიძლება ჰქონდეს. სხვებისთვის ხელოვნური ბეწვი უკვე შექმნილია, რომელიც არაფრით არის ცუდი და ბუნებას არ აზიანებს.

ერთი ბეწვეულის დასამზადებლად ათეულობით ცოცხალ ცხოველს კანს აძრობენ. უფრო მეტიც, ცხოველები სიცოცხლეში იტანჯებიან: ასეთი ადგილები საცხოვრებლად უვარგისია.

წელს გერმანიაში ყველა ბეწვეულის ფერმა დაიხურა, მაგრამ ერთი ფერმა რადენში ბოლომდე იბრძოდა. კანონი წარმოების ნებართვას 2022 წლამდე იძლევა და, როგორც ჩანს, მფლობელებს ამ დროში რაც შეიძლება მეტი მოგების ნახვა სურთ.


image

ამ დრომდე აქ 4000 წაულა ჰყავდათ, თუმცა შესაბამისმა ორგანიზაციებმა დათვალიერებისას ვერც ერთი ვერ იპოვეს.

ცხოველთა უფლებების დამცველები სიტუაციას სკეპტიკურად უყურებენ: და მართლაც, უცნობია, სად გაქრა ამდენი ცხოველი ასეთ ხანმოკლე პერიოდში.

ისინი იმედოვნებენ, რომ ცხოველების მოკვლას და გაყიდვას არალეგალურად არ დაიწყებენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. დიდ ბრიტანეთში პირველი 3D-“ზებრა“ გააკეთეს. ის ყველას აფერხებს!

image

2. აი, როგორ იყენებენ პლასტმასის თავსახურებს ესპანეთში

image

3. მარტივი იდეა, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია

image

4. შვეიცარიაში კატებისთვის კიბეებს აკეთებენ, რომ მათ თავისით სეირნობა შეძლონ

image

5. მოთხოვნა: იყავით მხიარული და პასპორტი გქონდეთ - მოგზაური წელიწადში 52 ათას დოლარად დამხმარეს ეძებს

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0