x
"სიცოცხლის ყველა დღე აზრების ომია" - ლექსი "დაბრუნდი, მარიამ!"


დაბრუნდი, მარიამ!


image


და ყველა ბილიკი,

ქუჩები, ქაშანი..

უშენოდ ბრუნდება..

და მთელავს ღამე,

და მტორავს დარდი,

ირგვლივ სრული ქაოსია,

აგონია, აპათია მეფობს..

ვერ ვიტან ამ დღეებს,

უშენოდ გადაღლილს,

დაბრუნდი, დაბრუნდი, მარიამ..

და მერე ოცნებით გავფრინდეთ,

ვიაროთ,

ოვშორდეთ შეშლილ დედამიწას,

ვიცეკვოთ წვიმაში, თოვაში

და თუნდაც სეტყვაში,

მართალი სიტყვებით გაგათბობ,

დაგატკბობ, მარიამ.

უკვე მერამდენედ უარგვყვეს,

გაგვყიდეს, ძვირფასო..

ჰოდა შევაფურთხოთ კარგად დედამიწას,

ვიყვიროთ,

ცხოვრება სულ ერთი წამია,

არ გყოფნის, არ მყოფნის, არ გვყოფნის..

ქუჩები მიდიან,

გველევა, თუ კიდე გრძელდება,

იცოდე, ყველა გზა მრუდეა,

სიტყვებით გვებრძვიან,

სიცოცხლის ყველა დღე აზრების ომია,

გვირაბის ბოლოს სინათლე აღარ ჩანს,

იჩქარე, მომყევი, მარიამ!

შურიან სახეებს ვერ ხედავ?

თვალებით რომ გვჭამენ, მარიამ!

სიყვარულისთვის დაგვსჯიან, იცოდე..

იცოდე, მარიამ..

მივუშვათ ცხოვრების ყველა სადავე,

გვათრიონ..

გვაწამონ..

ჯვარს გვაცვან, მარიამ..

ვაწამოთ სხეული,

ნასახლარი ჩვენი რაობის,

ვეწამოთ სიყვარულისთვის..

ღვთის გულისთვის..

ხელი ჩამკიდე,

ჩამეხუტე,

მიგრძენი, მარიამ!



0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0