x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მეტრეველი რულოვსს: თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე, გამოსწორებული მიშა?!
დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრიველ ლედის, სანდრა რულოვსს მიმართავს.


როგორც მეტრეველი წერს, სააკაშვილს არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, რომლებიც ძალიან მწარედ მოეკითხებათ მათ.


ის ასევე მეგრელებს მიმართავს და იმედს იტოვებს, რომ სამეგრელო არ დაუშვებს ამგვარ შეცდომას და მხარს არ დაუჭერს სანდრა რულოვსს არჩევნებში.


ის მიიჩნევს რომ ეს არის ზვიადის შეურაცხყოფა, როცა ვიღაც, ჰოლანდიიდან ჯაშუშად მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც არის ძებნაში, მერობის ჯანდიდატად იყრის კენჭს.



"რა თქმა უნდა, ამ, მსოფლიო მაწანწალა, მასხარა მიშას, არც ვუყურებ და არც ვუსმენ, მაგრამ სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რეებიც უბოდვია ბუტაზე და სანდროზე. მინდა შევახსენო მაგ ბოროტებას, არ დაავიწყდეს, რა ცოდვები დააკისრა თავის შთამომავლობას, რომლებიც ძალიან მწარედ მოეკითხებათ მათ. მეცოდებიან ისინი, თუმცა ასეა, ადამიანი ჩქარობს, თორემ უფალი არა.

მის შემოგზავნილ, ჯაშუშ ცოლს კი კიდევ ერთხელ მინდა ვკითხო, – თვალებში რომ ჩახედე შენს გარეწარ ქმარს, რა დაინახე, გამოსწორებული მიშა?!

სამეგრელოს მინდა მივმართო, ჩემო ძვირფასებო, ეს ხომ ზვიადის შეურაცხყოფაა, რომ ვიღაც, ჰოლანდიიდან ჯაშუშად მოვლენილი სანდრა, რომლის ქმარიც არის ძებნაში და არის უკრაინის მოქალაქე, მისივე სურვილით, როგორ უნდა ბედავდეს და იყრიდეს მერობის კანდიდატად კენჭს? მე მჯერა თქვენი გონიერების და იმის, რომ სამეგრელო არ დაუშვებს ამგვარ შეცდომას."- წერს მეტრეველი.


image

1
627
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
627
  
2019, 4 აპრილი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1