x
image
Teklamaisuraze
ფილმები და მულტიპლიკაციები, როგორ იქმნება ისინი

სტატია მომზადებულია ოქსფორდის საბავშვო ენციკლოპედიის მიხედვით

ფილმი მოძრავი სურათების ერთობლიობაა, რომელიც რაღაც ამბავს მოგვითხრობს. იგი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გასართობია. დღეს ფილმებს უმეტესად შინ, ტელევიზორში უფრო უყურებენ, ვიდრე კინოთეატრში.

image

აუცილებელი არაა, ფილმში ადამიანი მონაწილეობდეს. ანიმაციურ ფილმებში ცოცხალ მსახიობს ნახატები ცვლის.

ადრეული ფილმები

პირველი ფილმები მოკლემეტრაჟიანი იყო, თუმცა მალე სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღებაც დაიწყეს. ეს ფილმები უხმო იყო, მაგრამ ზოგჯერ კინოთეატრში შესრულებული მუსიკალური აკომპანემენტი ახლდა. პირველი დიდი ხმოვანი ფილმი “ჯაზის მომღერალი "(1927)გადაიღეს.


ჩარლი ჩაპლინი (1889 - 1977) მუნჯი კინოს პოპულარული ვარსკვლავი იყო .

image

კლასიკური ფილმები

1930-იან წლებში ჰოლივუდში რამდენიმე მშვენიერი ფილმი გადაიღეს, რომლებიც დღესაც მოწონებით სარგებლობს. მათ შორის არის:“ ქარწაღებულნი" (1939); “ ოზის ქვეყნის ჯადოქარი" – ეს ფილმი ერთერთი პირველი ფერადი ფილმი იყო (1939); “ მოქალაქე კეინი" (1941) და “კასაბლანკა"(1942).

სპეცეფექტები

“თოჯინების ამბავი" (1995) პირველი სრულმეტრაჟიანი მულტფილმი იყო, რომელიც მთლიანად კომპიუტერით გაკეთდა. მულტფილმები სურათების რიგისაგან იქმნება, რომელიც კომიქსების სურათებს ჰგავს. ეს სურათები შეიძლება იყოს ნახატი (კომპიუტერული ნახატის ჩათვლით) ან თოჯინების ფოტოსურათები.

image

გმირების, უოლესისა და გრომიტის ავტორი ფილმებისთვის თიხის ფიგურებს იყენებს.

imageimage

კომიკური ნახატი

კომიკური ნახატი შეიძლება ერთი სასაცილო სურათი ან სურათების სერია იყოს. თითო სურათისაგან შემდგარი კომიკური ნახატები ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდება და ხშირად იმ დღის ახალ ამბავთან დაკავშირებული ხუმრობაა.

image

კომიქსები

კომიქსი ჟურნალია, რომელშიც ნახატების სერია მოგვითხრობს სიუჟეტზე. ინტერნეტში განთავსებულ კომიქსებს ვებ-კომიქსები ჰქვია.

ზოგი კომიქსი სუპერგმირებზეა, მაგალითად, სუპერმენსა თუ სპაიდერმენზე. მთელ მსოფლიოში პოპულარულია იაპონური კომიქსები – მანგა. მისი პირველი კომიქსი იყო ასტრობოი, რომელიც 1952 წელს გამოჩნდა.

imageimageimage


იცოდით? უოლტ დისნეი (1901-1966) ყველა დროის ყველაზე სახელგანთქმული მულტიპლიკატორია. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იყო “ფიფქია და შვიდი ჯუჯა "(1973).

image
თეკლა მაისურაძე

1
66
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
66
  
2019, 4 აპრილი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1