x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
2000 წლის არმია და გერმანელი სტუდენტი

ჩინეთში, უძველეს ქალაქთან, ხიანთან ახლოს 1974 წელს ორმა ადგილობრივმა ფერმერმა, ჭის გათხრისას, შემთხვევით აღმოაჩინეს მსოფლიოში ცნობილი ტერაკოტას არმია. იქ იყო 8099 გამომწვარი თიხისგან დამზადებული ჯარისკაცების და მათი ცხენების გამოსახულება. შემდგომმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს არმია იმპერატორ ცინ ში ხუანდის ეკუთვნოდა, რომელიც ამ არმიასთან ერთად დაკრძალეს. ერთ-ერთი მონაცემის თანახმად, იმპერატორს ცოცხალი მეომრების დამარხვა სურდა, მაგრამ სავარაუდო აჯანყების შიშით გადააფიქრებინეს მრჩეველებმა.

imageათასობით ადამიანი ყოველდღე სტუმრობს ტერაკოტას არმიის მუზეუმს ხიანში. 2006 წლის 18 სექტემბერს ერთ-ერთი ვიზიტორი, გერმანელი სტუდენტი, პაბლო ვენდელი, რომელიც ჩვეულებრივ ტუსრისტს გავდა მუზეუმში ექსპონატებს ათვალიერებდა და ხელში დიდი ჩანთა ეჭირა. ჩანთაში ყავისფერი კოსტუმს ინახავდა, რომელიც ძალიან ძველს გავდა. ის იყო ზუსტი ასლი ტერაკოტას არმიის კოსტუმებისა. პაბლომ სასწრაფოდ ჩაიცვა ყავისფერი კოსტუმი, სახე საღებავით შეიღება და ჩავიდა იქ სადაც არმია იდგა. დაცვის თანამშრომელმა დაინახა ის და დახმარება ითხოვა. პაბლოს დაკავებას დიდი დრო დაჭირდა, რადგან იგი იდგა ჯარისკაცებს შორის გაუნძრევლად და დაცვის თანამშრომლები ვერ ხვდებოდნენ ის ნამდვილი ადამიანი იყო თუ ქანდაკება.

image საბოლოოდ როცა შეამჩნიეს, პაბლო მაინც გაშეშებული იდგა და ამის საპასუხოდ პოლიციელებმა იგი აიღეს, როგორც ქანდაკება და ისე წაიყვანეს. დაკითხვაზე სტუდენტს ოფიცერმა ჰკითხა თუ რატომ მოიქცა ასე უცნაურად, მან კი უპასუხა რომ უყვარდა ტერაკოტას არმია და სურდა ერთი დღით მათი ნაწილი გამხდარიყო. პოლიციელებმა პაბლო არ დააპატიმრეს, რადგან მას არ დაუზიანებია არცერთი ქანდაკება, თუმცა აუკრძალეს იგივეს გაკეთება და დააბრუნეს ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში სადაც სწავლობდა.image

0
150
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0